უსუფაშვილი: მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, ვაცადოთ ცესკოს შედეგების დათვლა

ადმინისტრატორი

„შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩვენ შევძელით არჩევნების კარგად ორგანიზება და რაც ყველაზე მთავარია, დღეს ამომრჩეველს აქვს საშუალება თავისუფლად გააკეთოს არჩევანი, მივიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა",-ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს. 

დავით უსუფაშვილის შეფასებით, არჩევნები თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, რაც იმის გარანტია, რომ ხმები დაცულია. უსუფაშვილი პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, ცესკოს შედეგების დათვლა აცადონ. 

"არჩევნები თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს

ეს კი არის გარანტია იმისა, რომ ყველას ხმა იქნება დაცული და საარჩევნო ადმინისტრაცია გამართულად იმუშავებს.
- მართალია ამომრჩევლის აქტივობა მაღალია, მაგრამ არასაკმარისად მაღალი იმისთვის, რომ მომავალი პარლამენტი ადეკვატურად ასახავდეს ჩვენი მოსახლეობის განწყობებს.
ნუ დარჩებით სახლებში. დაფარეთ ის დისტანცია, რაც არის ჩვენი სახლიდან საარჩევნო უბნამდე, იმიტომ რომ, ამ დისტანციის არ დაფარვა შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მძიმე მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.
მიიღეთ მონაწილეობა სახელმწიფოს მომავლის ფორმირებაში.

მოვუწოდებ საარჩევნო ადმინისტრაციებს , რომ ბოლო საათებში და განსაკუთრებით რვა საათის შემდეგ იყვნენ კიდევ უფრო მობილიზებული, რადგან ცალკეულ ადგილებზე გამოცდილების ნაკლებობა შეინიშნება და ეს არჩევნების ორგანიზებას უშლის ხელს.

რაც შეეხება ეგზიტპოლებს. ჩვენ არ ვაპირებთ არც ვიგლოვოთ და არც ვიზეიმოთ ეგზიტპოლების შედეგებიდან გამომდინარე.
ჩვენ დაველოდებით საარჩევნო კომისიების მიერ შედეგების შეჯამებას და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით იმაზე, თუ რა შედეგი გვაქვს.
ამიტომ, აქვე მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას.
მათი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევიან, მაგრამ დავაცადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას შედეგების დათვლა და გამოქვეყნება და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც შეიძლება იყოს დაგეგმილი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მიერ.

იმედს გამოვთქვამ, რომ თუ იქნება რამე პრობლემა ამ არჩევნების განმავლობაში, ყველას ეყოფა კეთილგონიერება და პრობლემების მოგვარება მოხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გავლას.
დარწმუნებული ვარ, მომავალი პარლამენტის მრავალპარტიულობის თაობაზე ჩემი პროგნოზი გამართლდება. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ იმ ამომრჩეველს, რომელსაც ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა",-აღნიშნულია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
დავით სერგეენკო სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

23 მარტი, 2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და ათამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები...

მეტი

სოფელ წილკანში ინოვაციური პროექტის აგრო-კლიმატური სადგურების პრეზენტაცია გაიმართება

24 მარტი, 2017

24 მარტს, მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში მდებარე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ცენტრში ფონდ Your Forest-ის ორგანიზებით, ინოვაციური პროექტის აგრო-კლიმატური სადგურების პრეზენტაცია გაიმართება, - აღნიშნულის შესახებ...

მეტი

უსუფაშვილი: მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, ვაცადოთ ცესკოს შედეგების დათვლა

უსუფაშვილი: მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, ვაცადოთ ცესკოს შედეგების დათვლა
17:55 | 8 ოქტომბერი, 2016

დავით უსუფაშვილის შეფასებით, არჩევნები თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, რაც იმის გარანტია, რომ ხმები დაცულია. უსუფაშვილი პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, ცესკოს შედეგების დათვლა აცადონ. 

"არჩევნები თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს

ეს კი არის გარანტია იმისა, რომ ყველას ხმა იქნება დაცული და საარჩევნო ადმინისტრაცია გამართულად იმუშავებს.
- მართალია ამომრჩევლის აქტივობა მაღალია, მაგრამ არასაკმარისად მაღალი იმისთვის, რომ მომავალი პარლამენტი ადეკვატურად ასახავდეს ჩვენი მოსახლეობის განწყობებს.
ნუ დარჩებით სახლებში. დაფარეთ ის დისტანცია, რაც არის ჩვენი სახლიდან საარჩევნო უბნამდე, იმიტომ რომ, ამ დისტანციის არ დაფარვა შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მძიმე მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.
მიიღეთ მონაწილეობა სახელმწიფოს მომავლის ფორმირებაში.

მოვუწოდებ საარჩევნო ადმინისტრაციებს , რომ ბოლო საათებში და განსაკუთრებით რვა საათის შემდეგ იყვნენ კიდევ უფრო მობილიზებული, რადგან ცალკეულ ადგილებზე გამოცდილების ნაკლებობა შეინიშნება და ეს არჩევნების ორგანიზებას უშლის ხელს.

რაც შეეხება ეგზიტპოლებს. ჩვენ არ ვაპირებთ არც ვიგლოვოთ და არც ვიზეიმოთ ეგზიტპოლების შედეგებიდან გამომდინარე.
ჩვენ დაველოდებით საარჩევნო კომისიების მიერ შედეგების შეჯამებას და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით იმაზე, თუ რა შედეგი გვაქვს.
ამიტომ, აქვე მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას.
მათი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევიან, მაგრამ დავაცადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას შედეგების დათვლა და გამოქვეყნება და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც შეიძლება იყოს დაგეგმილი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მიერ.

იმედს გამოვთქვამ, რომ თუ იქნება რამე პრობლემა ამ არჩევნების განმავლობაში, ყველას ეყოფა კეთილგონიერება და პრობლემების მოგვარება მოხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გავლას.
დარწმუნებული ვარ, მომავალი პარლამენტის მრავალპარტიულობის თაობაზე ჩემი პროგნოზი გამართლდება. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ იმ ამომრჩეველს, რომელსაც ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა",-აღნიშნულია განცხადებაში. 

ავტორი: ადმინისტრატორი