"ოცნება": თვითმხილველების ცნობით, ენმ-ს კანდიდატი კომისიის წევრს არიგებდა, იცი როგორ მოიქცეო

ადმინისტრატორი

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ცნობით, ახალციხეში, სოფელ ნაოხრებში 26-ე საარჩევნო უბანზე, ნაციონალური მოძრაობის  კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა კომისიის წევრი უბნიდან შენობის გარეთ გამოიყვანა  და ესაუბრებოდა.

“როგორც თვითმხილველები ამბობენ ვაჟა ჩიტაშვილი კომისიის წევრს რუსულ ენაზე დარიგებას აძლევდა „ ხომ იცი როგორ უნდა მოიქცეო“, ანალოგიური დარღვევა მოხდა ახალციხის სოფელ აბათხევში არსებულ 25 -ე  საარჩევნო უბანზე, სადაც ისევ ნაციონალური მოძრაობის  კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა კომისიის წევრი ოგანეზ დურგალიანი გამოიყვანა შენობის გარეთ და გაურკვეველ თემაზე ესაუბრებოდა”,-აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
მთავრობის დადგენილება არ შეიცვლება, სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ, ეს საკითხი დაივიწყონ

17 თებერვალი, 2017

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კერძო დაზღვევის მქონე პირების სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან გამიჯვნის საკითხები კიდევ ერთხელ განმარტა. მისი თქმით, კერძო დაზღვევის მქონე პირები შესაბამისი ბაზების არარსებობის...

მეტი

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების გაწმენდის სამუშაოები ხორციელდება

19 თებერვალი, 2017

შუახევში მზიანი ამინდია. ღამით დაფიქსირდა ძლიერი ყინვა. სასოფლო გზები ზამლეთის, უჩამბის, ჭვანის, ბარათაულის, შუბნის და წყალსაყარის მიმართულებით იწმინდება,- ამის შესახებ ინფრომაციას შუახევის მუნიციპალიტეტი ავრცელებს...

მეტი

"ოცნება": თვითმხილველების ცნობით, ენმ-ს კანდიდატი კომისიის წევრს არიგებდა, იცი როგორ მოიქცეო

"ოცნება": თვითმხილველების ცნობით, ენმ-ს კანდიდატი კომისიის წევრს არიგებდა, იცი როგორ მოიქცეო
14:47 | 8 ოქტომბერი, 2016

“როგორც თვითმხილველები ამბობენ ვაჟა ჩიტაშვილი კომისიის წევრს რუსულ ენაზე დარიგებას აძლევდა „ ხომ იცი როგორ უნდა მოიქცეო“, ანალოგიური დარღვევა მოხდა ახალციხის სოფელ აბათხევში არსებულ 25 -ე  საარჩევნო უბანზე, სადაც ისევ ნაციონალური მოძრაობის  კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა კომისიის წევრი ოგანეზ დურგალიანი გამოიყვანა შენობის გარეთ და გაურკვეველ თემაზე ესაუბრებოდა”,-აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ადმინისტრატორი