გივი თარგამაძე: მე ვარ გივი თარგამაძე, მე არ გავჩერდები, ჩვენ არ გავჩერდებით!

გივი თარგამაძე: მე ვარ გივი თარგამაძე, მე არ გავჩერდები, ჩვენ არ გავჩერდებით!

"ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს ვარდების მოედანზე, სიტყვით გივი თარგამაძე გამოვიდა:

" მწუხარებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ ჩვენთან ანგარიშსწორების გამო დაზარალდნენ ადამიანები. მე ვარ გივი თარგამაძე, ასევე იყო გივი თარგამაძე ბაბუაჩემი, რომელიც იმ ადგილიდან, სადაც გუშინ ჩემი მანქანა აფეთქდა,იქედან 100 მეტრში, თავის დროზე ოკუპანტებმა დახვრიტეს. მეორეს ვერ მივართმევ, მე არ გავჩერდები, ჩვენ არ გავჩერდებით! " - განაცხადა გივი თარგამაძემ.

პრემიერი: "ქართულ ოცნებას" ეყოლება ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი

პრემიერი: "ქართულ ოცნებას" ეყოლება ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი

17 წუთის წინ

"ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი. რა თქმა უნდა, იმის იმედი გვაქვს, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ღირსეულ სიტყვას იტყვის. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068