ნიკა გვარამია: "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელმა მფლობელებმა ეს ქონება კანონიერად შეიძინეს

ნიკა გვარამია: "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელმა მფლობელებმა ეს ქონება კანონიერად შეიძინეს

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელებისთვის უცნობი იყო ის გარემოებები, რომელიც გამომჟღავნდა და შესაბამისად, მათ მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება კანონიერია. 

"პირველ რიგში, ჩვენი მთავარი არგუმენტი ამ საქმეში არის არა, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება, რომელსაც თავისი წონა აქვს, არამედ ის, რომ რუსთავი 2 არის და მისი კანონიერი მფლობელები არიან აბსოლუტურად მართლები სამართლებრივი მორალური და სამართლიანობის თვალსაზრისითაც. მათ მიერ ეს ქონება კანონიერად იქნა შეძენილი. მათთვის აბსოლუტურად უცნობია ის პერიპეტიები, რომელიც მიმდინარეობდა რუსთავი 2-ის ირგვლივ წინა წლებში. მათ ეს არ იცოდნენ და არც იყვნენ ვალდებულები, რომ სცოდნოდათ, ამიტომ მათ მიერ განხორციელებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის სრულიად კანონიერი და მისი ბათილობის საკითხი ვერ დადგება სასამართლოში.

შესაბამისად, პირველი ორი ინსტანციის სასამართლოს გადაყყვეტილებები სრულიად უკანონოა. ეს არის მთავარი და ამოსავალი წერტილი, რომელსაც რუსთავი 2-ის მფლობელთა პოზიციები ეყრდნობა",- განაცხადა გვარამიამ. 

თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

1 საათის წინ

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. მისი თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია უკვე მეორე წელია სუფთავდება და მდგომარეობა გაუმჯობესებულია.  „გვიხარია, რომ დღევანდელ აქციას ბევრი სტუდენტი ახალგაზრდა შემოუერთდა. ის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036