დავით ბაქრაძე: "ქართული ოცნება" ამბობს, ხმა მომეცით 2016-ში და კარგად გაცხოვრებთ 2030-შიო

დავით ბაქრაძე: "ქართული ოცნება" ამბობს, ხმა მომეცით 2016-ში და კარგად გაცხოვრებთ 2030-შიო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, დავით ბაქრაძეს მიაჩნია, რომ საზოგადოება მათ უნდა ენდოს, რადგან აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელსაც შეასრულებენ. ამის შესახებ ბაქრაძემ "იმედთან" განაცხადა. 

"პირველ რიგში, საზოგადოება იმიტომ უნდა გვენდოს, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა. არჩევნებამდე 35 დღით ადრე ხელისუფლებას საერთოდ გეგმა და პროგრამა არ ჰქონდეს წარმოდგენილი ასეთი რამ ჩემს მეხსიერებაში არ ყოფილა. შევარდნაძის დროინდელი მოქალაქეთა კავშირიც კი ახერხებდა რაღაც ფურცელზე დაეწერა, ასე რომ 35 დღით ადრე მთავრობა ხალხს ვერ სთავაზობდეს ვერაფერს გარდა იმისა, რომ ყველაფერი შევასრულეთ და კარგად ცხოვრობთ, მაგრამ თქვენ ვერ იგებთ, რომ კარგად ცხოვრობთო ასეთი რამ არ მახსენდება. 

ამისგან განსხვავებით ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა. მაგალითად, ხალხს ვპირდებით იმას, რომ არცევნების მოგების შემდეგ სრული საგადასახადო ამნისტია იქნება. რატომ? იმიტომ, რომ არც ერთ ბიზნესს არ ეშინოდეს, რომ ვიღაც მოვა და მის წარსულს შეამოწმებს. ესეც ჩვენი წარსულის გამოცდილებიდან მოდის. ნურავინ ნუ მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არის უგუნური ადამიანების გუნდი, რომელიც ვერ ხედავს და ვერ სწავლობს. ვხედავთ, ვსწავლობთ და ჩვენს ინტერესებშია, რომ საზოგადოება დაავრწმუნოთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დღეს არის ახალი ხედვით, ახალი ენერგიით.

ყველაფერი იქნება კანონით. ფინანსური პოლიციაც კანონით აიკრძალება და ეს უკვე ნოემბერში მოხდება; სუსიც კანონით აიკრძალება და ესეც მოხდება ნოემბერში. ანუ, ლაპარაკია გაწერილ გეგმაზე, რომ არჩევნების შემდეგ პირველივე ერთი თვის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება იხილავს კონკრეტულ შედეგებს. ერთი თვის და არა ისე, როგორც ამას "ქართული ოცნება" გვპირდება ხმა მომეცით 2016-ში და კარგად გაცხოვრებთ 2030-შიო. ასე არ ხდება ",- განაცხადა ბაქრაძემ. 

შსს-მ გენერალური ინსპექციის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე სემინარი ჩაატარა

შსს-მ გენერალური ინსპექციის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე სემინარი ჩაატარა

1 საათის წინ

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ორგანიზებითა და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით, ქალაქ ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა. შეხვედრა შინაგან...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036