მდინარე ჭურიაში სქელშუბლას თევზის სახეობის 2000 ცალი ლიფსიტა გაუშვეს

მდინარე ჭურიაში სქელშუბლას თევზის სახეობის 2000 ცალი ლიფსიტა გაუშვეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ინიციატივით კურორტ ანაკლიაში, მდინარე ჭურიაში სქელშუბლას თევზის სახეობის 2000 ცალი ლიფსიტა გაუშვეს.  

"ღონისძიება მდინარე ჭურიაში თევზის გამრავლების მიზნით ჩატარდა. პროცესში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მიიღეს.

მდინარეში თევზის სხვადასხვა სახეობის გამრავლების მიზნით დაგეგმილია ამურისა და კობრის სახეობის თევზის ლიფსიტების გაშვებაც", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

ზურაბ პატარაძე: "ქართული ოცნების" კონფერენციას აჭარაში ღირსეულად ჩავატარებთ

ზურაბ პატარაძე: "ქართული ოცნების" კონფერენციას აჭარაში ღირსეულად ჩავატარებთ

1 საათის წინ

 ყრილობაზე "ქართული ოცნების" აჭარის ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარეს აირჩევენ. გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნულ პოსტზე ბათუმის მერის ლაშა კომახიძის კანდიდატურა განიხილება. "ხვალ როგორც იცით, ბათუმში პარტიული კონფერენცია...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036