თურქეთში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა

თურქეთში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა

თურქეთის პროვინცია ვანში, ირანის საზღვართან დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა, მათ შორის 20 პოლიციელია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს. 

ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" ცნობით, აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ჯერჯერობით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. როგორც სააგენტო Dogan-ი იტყობინება, თავდამსხმა იმ ადგილზე მოხდა, რომელიც პოლიციის ყაზარმად გამოიყენებოდა. 

სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, თავდასხმა სავარაუდოდ, თურქეთში აკრძალულმა „ქურთისტანის მშრომელთა პარტიამ“ განახორციელა. როგორც სააგენტო Reuters აღნიშნავს, ისინი  თავიანთ სამიზნედ პოლიციისა და სხვა უსაფრთხოების ძალების ობიექტებს ხშირად ირჩევენ.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ვითარების ესკალაცია გასული წლის ივლისში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და თურქეთის ხელისუფლებას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაირღვა.

სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა სახიფათო წერტილს მიაღწია

სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა სახიფათო წერტილს მიაღწია

3 საათის წინ

"აუცილებელია უარი ითქვას დესტრუქციულ ქმედებებზე, რომლებმაც შესაძლოა ქვეყანაში სტაბილურობა მოსპოს. ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები დიალოგისათვის. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ჩვენს მოქალაქეს, გამოიჩინოს თავშეკავება და მოერიდონ სიტუაციის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036