თამაზ შიოშვილი: კალაძე თანამშრომლობას თუ შემომთავაზებს, მერე ვისაუბრებ

თამაზ შიოშვილი: კალაძე თანამშრომლობას თუ შემომთავაზებს, მერე ვისაუბრებ

გორის ყოფილი მაჟორიტარი კანდიდატი, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი თამაზ შიოშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია, - ამის შესახებ პარლამენტარმა „აიპრესთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

თამაზ შიოშვილი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მას „ქართულმა ოცნებამ“ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა შესთავაზეს. 

„ეს სრული სისულელეა. მე არანაირი გარიგება არ მქონია არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც სხვა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. „ოცნებასთან“ არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. მე არ ვარ ის პიროვნება, რომ ვინმემ გადამიბიროს და გადმომიბიროს. არანაირი მოლაპარაკება არ მქონია და შესაბამისად არავის არაფერი შემოუთავაზებია“, - აცხადებს შიოშვილი. 

რაც შეეხება ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა შიოშვილთან სამომავლო თანამშრომლობა, დეპუტატი აცხადებს რომ ჯერ არ უფიქრია სამომავლოდ ვისთან ითანამშრომლებს.

„ბატონი კახის განცხადება მეც მოვისმინე. ამ ეტაპზე ამ საკითხზე საერთოდ არ მიფიქრია. როგორც გითხარით ამ ეტაპზე ტაიმ-აუტს ვიღებ, მომავალში ვისთან ვითანამშრომლებ გაირკვევა. ამაზე არ მიფიქრია. 

ბატონი კახი თუ თანამშრომლობას შემომთავაზებს ამაზე მერე ვისაუბროთ. ამ ეტაპზე არანაირი საუბარი არ გვქონია“, - განუცხადა თამაზ შიოშვილმა „აიპრესს“.

ირაკლი კობახიძე: დემოკრატიის თვალსაზრისით წინსვლას ვაგრძელებთ

ირაკლი კობახიძე: დემოკრატიის თვალსაზრისით წინსვლას ვაგრძელებთ

43 წუთის წინ

"ასევე, ვითარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ესეც არის რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის დამსახურება. ჩვენ გვქონდა გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც არის ძალიან...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036