საგნობრივი მეთოდიკის ტრენინგ-მოდულების პრეზენტაცია გაიმართა

საგნობრივი მეთოდიკის ტრენინგ-მოდულების პრეზენტაცია გაიმართა

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში ახლადშემუშავებული ტრენინგ-მოდულების პრეზენტაცია გაიმართა,– ამის შესახებ ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-ს მიერ ინიცირებული, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, ქორთიარდ მარიოტში საგნობრივი მეთოდიკის ტრენინგ-მოდულების პრეზენტაცია გაიმართა. საგნობრივი მეთოდიკის კურსი საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკის, ინგლისური ენის, გეოგრაფიის, VII-XII კლასის 20 000-მდე მასწავლებლისთვის 2017 წლის ზაფხულიდან ჩატარდება.

ტრენინგ-მოდულებზე მუშაობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყო, გაანალიზდა მასწავლებელთა საჭიროებები, მოეწყო შეხვედრები მასწავლებლებთან და განათლების სპეციალისტებთან. მოდულებზე ქართველ კოლეგებთან პროექტში ჩართულმა უცხოელმა ექსპერტებმა იმუშავეს. საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერტებმა - კარლან გრეიმ და ბრაიან ჰარლიმ, მათემატიკის ექსპერტმა სტივ ვაისბურგმა, ინგლისური ენის ექსპერტმა ემი მონიოტმა, გეოგრაფიის ექსპერტმა ემილი ლონგნეკერმა ქართველ ექსპერტებთან ერთად, განათლების სპეციალისტებს საგნობრივი მეთოდიკის მოდულების ჩარჩო, სასწავლო შედეგები, აქტივობები გააცნეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები ითვალისწინებს შესაბამისი საგნის მასწავლებლების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მართვაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას იმ სტრატეგიებისა და მიდგომების დაუფლებაში, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა დაინტერესებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლისას. საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკის, ინგლისური ენის, გეოგრაფიის, VII-XII კლასის 20 000-მდე მასწავლებლის გადამზადება 2016 წლის შემოდგომიდან დაიწყება და 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ორ ძირითად ეტაპად იყოფა, რომელიც გულისხმობს ზოგად პროფესიული უნარების სასწავლო კურსს “მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი” და საგნობრივი მეთოდიკის კურსს “ აქტიური სწავლება საგნებში”. მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული, 140-მილიონიანი მეორე კომპაქტის ფარგლებში, 2016 წლიდან ამოქმედდა.

პროექტის ინიციატორია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ და ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების სპეციალისტებისა და ექსპერტების კვალიფიციური გუნდის მიერ. პროექტის ტექნიკურ და საექსპერტო მხარდაჭერას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) საკონსულტაციო ჯგუფი ახორციელებს.
 

გვარამია: ევროპულმა საქართველომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეცდომაზე, რაც დანაშაულზე მეტია

გვარამია: ევროპულმა საქართველომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეცდომაზე, რაც დანაშაულზე მეტია

11 საათის წინ

"ვისაც იუსტიციის სამინისტრო იმოწმებს, ასევე ნავარაუდევი იყო ჩვენს მიერ. იანვარში "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მთელი კამპანია იყო, არა მთავრობის, არამედ სხვა პირების მხრიდან. ჩვენ მაშინ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ეს არის მართული კამპანია...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036