ლარსზე საევაკუაციო აივნის მშენებლობა გრძელდება

ლარსზე საევაკუაციო აივნის მშენებლობა გრძელდება

საევაკუაციო აივნის მშენებლობა, რომელიც დარიალში წელს განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, დროებით შეჩერებული იყო, გაგრძელდა,– ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, აივნის მთელ სიგრძეზე გაკეთებულია ბეტონის საფარი, დამაგრებულია მოაჯირი და შესაბამისი გადახურვა. დასრულებულია, ასევე, აივანზე ამავალი ოთხიდან ორი კიბის მშენებლობა.

საევაკუაციო აივნის მშენებლობას ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს. 

როგორც სამინისტროდან იუწყებიან, ობიექტის მშენებლობა, მოსალოდნელი სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების პრევენციის მიზნით გადაწყდა. პროექტის მიხედვით, აივანი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარისის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის“ მიმდებარე კლდეზე შენდება. გზის ეს მონაკევთი განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა და, საუკუნეების განმავლობაში, არაერთი სტიქიური მოვლენის ეპიცენტრი გამხდარა.

208,4 მეტრი სიგრძისა და 2,25 მეტრი სიგანის საევაკუკაციო აივანი იწყება საბაჟოს ტერიტორიიდან და სრულდება დარიალის მამათა მონასტერთან, სადაც სპეციალური მოედანი მოეწყობა. სტიქიის შემთხვევაში, ხალხის ევაკუაცია ამ მოედნიდან ვერტმფრენით განხორციელდება.

საევაკუაციო აივნის მშენებლობა 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და წელს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 200 ათასი ლარია.

სამუშაოებზე 50 ადამიანი დასაქმდა, მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივია.



 

ქობულეთი დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა

ქობულეთი დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა

1 საათის წინ

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციის ფარგლებში მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლზე იტალიური ფიჭვის ხეები დარგეს. აქციის მიზანია ცხოვრების სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. საქართველოში დედამიწის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036