"საია"  იმერეთის ვიცეგუბერნატორს წინასაარჩევნოდ ხელისუფლების აგიტაციაში ადანაშაულებს

"საია" იმერეთის ვიცეგუბერნატორს წინასაარჩევნოდ ხელისუფლების აგიტაციაში ადანაშაულებს

ქუთასის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იმერეთის ვიცეგუბერნატორს გიორგი ჭიღვარიას წინასაარჩევნოდ ხელისუფლების სასარგებლოდ აგიტაციაში ადანაშაულებს. 

"საიას" იურისტის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, ჭიღვარიამ საკუთარი facebook გვერდზე "ქართული ოცნების" სასარგებლო სააგიტაციო მასალა გამოაქვეყნა, რაც დარღვევაა.

"ის, რაზეც ქუთაისის მასშტაბით მივმართეთ უწყებათაშორის და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ეს იყო იმერეთის ვიცეგუბერნატორის გიორგი ჭიღვარიას შემთხვევა, როცა facebook გვერდზე დადო "ქართული ოცნების" მხარდასაჭერი სააგიტაციო მასალა. ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ეს სამართალდარღვევად არ ჩათვალა. ახლა საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში იხილება, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ ფაქტი დარღვევად არ მიიჩნია. ხვალ გვეცოდინება საბოლოო პასუხი.

რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, პირველ შუალედურ შედეგებს მალე დავდებთ. ჯერჯერობით ვმუშაობთ ამ საკითხზე",- განაცხადა "აიპრესთან" "ახალგაზრდა იურსიტთა აცოსიაციის" იურისტმა, გიორგი სანტურიანმა.

შსს-მ გენერალური ინსპექციის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე სემინარი ჩაატარა

შსს-მ გენერალური ინსპექციის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე სემინარი ჩაატარა

1 საათის წინ

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ორგანიზებითა და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით, ქალაქ ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა. შეხვედრა შინაგან...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036