შუახევში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 105 000 ლარია

შუახევში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 105 000 ლარია

შუახევში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 105 000 ლარია. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობიდან იუწყებიან, დაზიანებული წყალსადენის აღსადგენად 9 964 ლარია საჭირო, თანხა ამისთვის გამგეობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

91 890 ლარი კი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ანაზღაურდება. მუნიციპალიტეტის ცნობით, თანხა მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, საცალფეხო ხიდის და 3 წისქვილის აღდგენას მოხმარდება.

28 ივნისს, შუახევის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად, ადგილი ჰქონდა წყალმოვარდნებს. უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში,  ადიდდა მდინარეები და შუახევი–უჩამბის საავტომობილო გზა წაიღო. დაიტბორა ნათესი კულტურები. სტიქიის შედეგად ასეულობით ოჯახს მიადგა ზარალი.

ქობულეთი დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა

ქობულეთი დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა

1 საათის წინ

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციის ფარგლებში მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლზე იტალიური ფიჭვის ხეები დარგეს. აქციის მიზანია ცხოვრების სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. საქართველოში დედამიწის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036