გივი თარგამაძე: "კანონიერი ქურდების" უპრეცედენტო კონცენტრირება ხდება"

გივი თარგამაძე: "კანონიერი ქურდების" უპრეცედენტო კონცენტრირება ხდება"

 "ე.წ. კანონიერი ქურდების უპრეცედენტო კონცენტრირება ხდება, ძირითადად ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებში. ორი ძირითადი ცენტრი არსებობს, ეს არის ქემალფაშას დასახლება, თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პერმამენტულად ქურდული ე.წ. "სხოდკები" იმართება", - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა გივი თარგამძემ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

"ორი სამი კვირის წინ გაიმართა ერთ-ერთი ასეთი შეკრება. სადაც მონაწილეობას იღებდა ე.წ. კანონიერი ქურდის, ბესო კუპრეიშვილის ძმა, ლექსო კუპრეიშვილი, თავად ბესო კუპრეიშვილი სასჯელს იხდის იტალიის ციხეში, ხოლო ბატონი ლექსო მოძრაობს იატალიასა და ქემალ ფაშას შორის ძალინ ინტენსიურად.

აქ მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ბატონი ბესოს შვილი  ეკა ბესელიას ნათლულია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გარკვეული რენესანსი დგას ეკა ბესელიას ცხოვრებაში. ის "ქართულ ოცნებაში" უკანა პლანზე იყო გადაწეული, მაგრამ დაწინაურება მოახერხა იმითი, რომ ისევ აღადგინა ძველი კავშირები და ქართული კანონმდებლობით ინტენსიურად ვაჭრობს ქურდულ სამყაროსთან. ლაპარაკია იმაზე, თუ იქნება მხარდაჭერა კონცენტრირებული ქურდული სამყაროსგან, მაშინ ისინი გააუქმებენ ქურდული სამყარის შესახებ კანონს და აქ მოტივად დაიდებენ ვთქვათ, ადამიანის უფლებებს", - განაცხადა თარგამაძემ.

ნათელაშვილი ივანიშვილის გამოჩენაზე: არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს

ნათელაშვილი ივანიშვილის გამოჩენაზე: არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს

25 წუთის წინ

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, ყოფილ პრემიერს, კონკრეტულ კითხვებზე პასუხების მისაღებად,  სატელევიზიო დებატებში იწვევს.  "საბანკო ოლიგარქიულმა რეჟიმმა, გახსნა თავისი უკანასკნელი სამაშველო რგოლი. მთავარი მტაცებელი გამოდის...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085