ქართველი მეფეებისა და დედოფლების ტანსაცმლის 24 ქართული ქსოვილი აღადგინეს (ფოტორეპორტაჟი)

ქართველი მეფეებისა და დედოფლების ტანსაცმლის 24 ქართული ქსოვილი აღადგინეს (ფოტორეპორტაჟი)

საქართველოს მეფეების, დედოფლების, მთავრებისა და ერისთავების ტანსაცმლის 24 ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენა დასრულდა. 

„აიპრესთან“ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია აცხადებს, რომ უკვე რამდენიმე თვეა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენისა და შესწავლის პროექტი, 

"უკვე აღდგენილია 24 ნიმუში. თუმცა, 200 მდე ნიმუშის აღდგენას ვგეგმავთ. პროექტის მიზანია ეროვნული კულტურის პოპულარიზაცია, მასალის უცხოეთში გამოფენებზე გატანა, წიგნის გამოცემა, შემდეგ კი ქსოვილების სერიული გამოშვება. ამ ეტაპზე აღდგენილია თამარის, გიორგი მესამის, რატი სურამელის, ჯაყელების, გურჯი ხათუნის და ლევან დადიანის ქსოვილები".

ხელოვნების სასახლის დირექტორის თქმით, პროექტში ჩართულია ხელოვნებათმცოდნე ირინა საგანელიძე. ასევე, 4 მხატვარი: თორნიკე ტყემალაძე, არტემ ანტანოსიანი, ირაკლი გაბეცაძე, ეკატერინე გეგუჩაძე და გარფიკული დიზაინის სპეციალისტი ირაკლი ზამბახიძე.

კახა კალაძე კერძო სექტორსა და საზოგადოებას გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს

კახა კალაძე კერძო სექტორსა და საზოგადოებას გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს

9 წუთის წინ

დედაქალაქის მერი მარჯანიშვილის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც „გარდენიას“ დამფუძნებელი, ზურაბ შევარდნაძე მოედნის გამწვანების სამუშაოებს ახორციელებს.   „მარჯანიშვილის მოედანზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ...

USD 2.4351
EUR 3.0125
GBP 3.4630
TRY 0.6051