ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ფემიციდის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

ადმინისტრატორი

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ახალი მუხლის დამატებას, რომელიც კოდექსში „ფემიციდის“ შეტანას ითვალისწინებდა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა  მხარი არ დაუჭირა. კანონრპროექტს სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

ფემიციდი – გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობაა რომელიც ჩადენილია მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის და ოჯახის სხვა წევრის მიერ. საკითხი განსახილველად კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის წევრმა, თამარ ხიდაშელმა წარმოადგინა. მისი განმარტებით, კოდექსში აღნიშნული ცვლილების მომზადების მიზეზს ბოლო წლებში გახშირებული ფაქტები და გენდერული ნიშნით ქალთა სიკვდილიანობა წარმოადგენს. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტით ფემიციდი ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აღიარებად მიიჩნევა და ქმედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში მოექცევა. საკითხის განხილვა კომიტეტის სხდომაზე მწვავე დისკუსიის ფონზე წარიმართა. ცვლილებებზე უარყოფითი მოსაზრებები სასულიერო პირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს და შემოთავაზებული ნორმა დისკრიმინაციულად მიიჩნიეს.

განსხვავებული პოზიცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სახალხო დამცველის ოფისის წევრებმა წარმოადგინეს და ცვლილებების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები იურიდიულად არასწორ ფორმად მიიჩნია და აღნიშნა, რომ დანაშაულის ცალკე მუხლად გამოტანამ შესაძლოა გარკვეული პრობლემები გააჩინოს. მისი განცხადებით, თუ ცვლილებების მიზანს დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს, კოდექსში უკვე არსებობს შესაბამისი მუხლები, რომლებიც პრევენციას ემსახურება, ცალკე მუხლად ჩამოყალიბებამ კი, შესაძლოა ნეგატიური შედეგი მოიტანოს. მანვე კანონპროექტის ავტორებს დამატებითი იურიდიული კონსულტაციების გამართვა შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები
ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

8 დეკემბერი, 2017

23 ნოემბერს ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს. დონორი ბავშვის მამა იყო. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პოსტოპერაციული პერიოდი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. info9.ge The post ავერსის კლინიკაში 4 წლის...

მეტი

ქედაში პირველი აჭარელი ექიმის ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნება

12 დეკემბერი, 2017

ხვალ 15 საათზე, დაბა ქედაში კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერში, პირველი აჭარელი ექიმის, თამარ მეფის ორდენის კავალერისა და საზოგადო მოღვაწის - ყადირ თუფანის ძე შერვაშიძის ბიუსტის გახსნის ცერემონია გაიმართება. ცერემონიას...

მეტი

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ფემიციდის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ფემიციდის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
12:07 | 7 ივნისი, 2016

ფემიციდი – გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობაა რომელიც ჩადენილია მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის და ოჯახის სხვა წევრის მიერ. საკითხი განსახილველად კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის წევრმა, თამარ ხიდაშელმა წარმოადგინა. მისი განმარტებით, კოდექსში აღნიშნული ცვლილების მომზადების მიზეზს ბოლო წლებში გახშირებული ფაქტები და გენდერული ნიშნით ქალთა სიკვდილიანობა წარმოადგენს. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტით ფემიციდი ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აღიარებად მიიჩნევა და ქმედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში მოექცევა. საკითხის განხილვა კომიტეტის სხდომაზე მწვავე დისკუსიის ფონზე წარიმართა. ცვლილებებზე უარყოფითი მოსაზრებები სასულიერო პირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს და შემოთავაზებული ნორმა დისკრიმინაციულად მიიჩნიეს.

განსხვავებული პოზიცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სახალხო დამცველის ოფისის წევრებმა წარმოადგინეს და ცვლილებების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები იურიდიულად არასწორ ფორმად მიიჩნია და აღნიშნა, რომ დანაშაულის ცალკე მუხლად გამოტანამ შესაძლოა გარკვეული პრობლემები გააჩინოს. მისი განცხადებით, თუ ცვლილებების მიზანს დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს, კოდექსში უკვე არსებობს შესაბამისი მუხლები, რომლებიც პრევენციას ემსახურება, ცალკე მუხლად ჩამოყალიბებამ კი, შესაძლოა ნეგატიური შედეგი მოიტანოს. მანვე კანონპროექტის ავტორებს დამატებითი იურიდიული კონსულტაციების გამართვა შესთავაზა.

ავტორი: ადმინისტრატორი