გიორგი მღებრიშვილი: კრიმინალი მხოლოდ საერთო ძალისხმევით დაიძლევა

გიორგი მღებრიშვილი: კრიმინალი მხოლოდ საერთო ძალისხმევით დაიძლევა

„ვიცი რას ნიშნავს პოლიციელების ერთად დგომა და რა ძალა აქვს ამას. დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ ვიდგეთ ერთად და ჩვენი მისიის კეთილსინდისიერად შესრულებით, ჩვენი თავდადებით ხელი შევუწყოთ ქვეყნის სტაბილურობას და განვითარებას“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას. 

„ჩვენ გამოვუცხადეთ უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალს და ამ ბრძოლაში თითოეული თქვენთაგანის სულისკვეთებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მე კარგად მესმის, რომ პოლიციელების ერთიანობის ძალას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამიტომ, მსოფლიო გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული როლი ენიჭება საერთაშორისო საპოლიცილიო თანამშრომლობას, ამ მიზნით ჩვენ გავაღრმავეთ თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, ევროკავშირის 15 ქვეყანასთან უკვე დავდეთ საერთაშორისო ხელშეკრულება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შევქმენით საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრი და გავზარდეთ პოლიციის ატაშეების რაოდენობა, რომლებიც თითქმის მთელ ევროპას ფარავენ. ევროპის მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით და მათი ანგარიშის გათვალისწინებით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა უკვე მიმდინარე წელს ევროპის პოლიციის სამსახურთან გავაფორმოთ მაღალი დონის შეთანხმება ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ, რომლის საფუძველზე საქართველოს შსს მეკავშირე ოფიცერს წარგზავნის ევროპოლის შტაბ ბინაში. 

დიახ, კრიმინალი მხოლოდ საერთო ძალისხმევით დაიძლევა. ბუნებრივია ეს არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვვითარდებით, რათა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ დასავლურ სტანდარტებს და ჯეროვნად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს. 

ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს შსს-ს პრევენციულ, დანაშაულზე რეაგირებისა და საგამოძიებო ფინქციებს. შევიმუშავეთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტი, რომელიც ამ სფეროში მსოფლიოში აპრობირებული სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. საზოგაოდების ცნობიერების ამაღლების მიზნით დავიწყეთ შესაბამისი სოციალური კამპანია. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვიწყებთ ანალიტიკური ფუნქციის მქონე ვიდეოკამერების დამონტაჟებას და ერთიანი მართვის ცენტრის შექმნას, ვაყალიბებთ ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას. მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმა საგამოძიებო მექანიზმების დახვეწის მიზნით და ვქმნით დნმ ბანკს. ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ვაძლიერებთ საზღვრის მართვას, თუმცა, კაგრად ვიცი, რომ ეს პროექტები წარმატებით რომ განხორციელდეს, აუცილებელია პოლიციელების განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა. ამ მიზნით დავიწყეთ შსს-ს აკადემიის საერთაშორისო რეგიონულ საპოლიციო განათლების ცენტრად გარდაქმნა. იმისთვის, რომ მომავალი თაობა ბავშვობიდანვე ეზიაროს იმ პრინციპებს, რაც სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბების საფუძველია, ვაპირებთ ავაშენოთ იმიტირებული სოფელი, სადაც თითოეულ მათგანს ექნება შესაძლებლობა მათთვის გასაგები მეთოდებით შეიმეცნოს და გაითავისოს ის, რაც განვითარებული, დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფოს ფუნდამენტია“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

მინისტრის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა შს სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია. 

„წელს ამ კუთხითაც მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ, ჩენი სპორტული კლუბის წევრები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. მე ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ მათ ამ წარმატებას“, - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი. 

მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებები საერთაშორისო საზოგადოებამაც აღიარა. 

„2015 წელს ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით დაასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რაც პოზიტიურად აისახა ევროკომისიის ანგარიშში. სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი, კონკრეტულად შს სამინისტრო სამოქმედო გეგმის სამიზნეების 60%-ზე მეტის იმპლემენტაციის პროცესში იყო წამყვანი უწყება. შსს-ს კომპეტენციაში შედიოდა შემდეგი მიმართულებები: საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალურ მიგრაციასთან, ორგანიზებულ და ნარკოტიკულ დანაშაულთან, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა. დიახ, ჩვენ წარმატებით ვიბრძვით ყველა ამ დანაშაულის წინააღმდეგ“, - აღნიშნა შს მინისტრმა.  

გვარამია: ევროპულმა საქართველომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეცდომაზე, რაც დანაშაულზე მეტია

გვარამია: ევროპულმა საქართველომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეცდომაზე, რაც დანაშაულზე მეტია

11 საათის წინ

"ვისაც იუსტიციის სამინისტრო იმოწმებს, ასევე ნავარაუდევი იყო ჩვენს მიერ. იანვარში "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მთელი კამპანია იყო, არა მთავრობის, არამედ სხვა პირების მხრიდან. ჩვენ მაშინ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ეს არის მართული კამპანია...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036