უცნობმა პირებმა საფრანგეთის "სოციალისტური პარტიის" ოფისს ცეცხლი გაუხნეს

უცნობმა პირებმა საფრანგეთის "სოციალისტური პარტიის" ოფისს ცეცხლი გაუხნეს

საფრანგეთის ქალაქ გრენობლში, უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით საფრანგეთის "სოციალისტური პარტიის" რეგიონალურ ოფისს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ჟან კრისტოფ კამბადელისი ავრცელებს. 

როგორც დოკუმენტშია მითითებული,შენობის ფასადზე  ცეცხლსასროლი იარაღის  ნატყვიარები დარჩა. მისი განცხადებით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ბოლო დღეების განმავლობაში, რეგიონული პარტია თავდასხმებისა და ვანდალიზმის სამიზნე გახდა. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ფაქტებს, რომლებიც სულ უფრო სახიფათო ხდება. მოვუწოდებთ პოლიტიკოსებსა და პროფკავშირების მკაცრი შეფასება მისცეს ამ მიუღებელ ქმედებებს ", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ბოლო თვეების განმავლობაში საფრანგეთში  მასობრივი დემონსტრაციები და გაფიცვები იმართება. საპროტესტო აქციები ხელისუფლების მცდელობას უკავშირდება, რომელიც შრომითი სამართლის რეფორმის შეცვლას ითხოვს. მათ შორის რამდენიმე საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები იმ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს ზღუდავს.

მაკრონი: უარს ვამბობ იდეაზე, თითქოს დემოკრატია განწირულია დაუცველობისთვის

მაკრონი: უარს ვამბობ იდეაზე, თითქოს დემოკრატია განწირულია დაუცველობისთვის

26 წუთის წინ

"თითქოს ევროპაში სამოქალაქო ომია, სადაც ჩვენი განსხვავებები და რიგ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული და ნაციონალური ეგოიზმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მსოფლიოს წინაშე ჩვენი ერთიანი სახით წარმოჩენა. მე არ მინდა დავუშვა, რომ ამ შეურაცხმყოფელმა...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036