რაჭაში, მდინარე კრიხულაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობაზე 527 308 ლარი დაიხარჯება

რაჭაში, მდინარე კრიხულაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობაზე 527 308 ლარი დაიხარჯება

რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში აღმაშენებლის ქუჩაზე ხორციელდება მდინარე კრიხულაზე მდებარე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 527 308 ლარს შეადგენს, ასევე მთელი ქალაქის მასშტაბით 102 ერთეული ნაგვის ახალი კონტეინერი განთავსსეს,– ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

"ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოეწყო გზის დამცავი ბეტონის კედლები, მიმდინარეობს ქუჩებისა და ჩიხების ასფალტირების სამუშაოები, საკანალიზაციო სისტემისა და სანიაღვრე არხების მოწყობა. მოწესრიგდა ცენტრალური აგრარული ბაზარი, რომლის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაც წლების მანძილზე გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.

ამასთანავე მიმდინარეობს გურგენიძის ქუჩის ასფალტირების სამუშაოები და იგეგმება სპორტული მოედნის მოწყობა ამავე ქუჩაზე. ვაჟა–ფშაველას და კოსტავას ქუჩებზე დასრულდა სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები, უახლოეს პერიოდში კი იწყება კულტურის სახლთან მდებარე ე.წ. "მაგრელიოს“ სკვერის აღდგენა–კეთილმოწყობა.

ქალაქის რამდენიმე ადგილას დამონტაჟდება სპორტული ინვენტარი (ტრენაჟორები), უახლოეს პერიოდში კი დაგეგმილია ინტერნეტის ქსელით (WiFi სისტემა) ქალაქის სრულად დაფარვა.

სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ ქ. ამბროლაურის მერთან რატი ნამგალაძესთან ერთად ქალაქში მიმდინარე სამუშაოები დათვალიერა."– ნათქვამია რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სავნეთის რწუმენულის აპარატის გავცელებულ განცხადებაში.

ხაიშში სხვანეთის მოსახლეობა აქციის "არა ჰესებს" გამართვას გეგმავს

ხაიშში სხვანეთის მოსახლეობა აქციის "არა ჰესებს" გამართვას გეგმავს

30 წუთის წინ

ისინი ჭუბერში დაგეგმილ აქციაზე "არა ჰესებს" მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ.  მათი თქმით, შესაძლოა დაანონსებული აქციის ადგილი შეიცვალოს, მიზეზად კი, თავად მოსახლეობაში არსებულ განხეთქილებას ასახელებენ.  როგორც ადგილობრივები...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036