''ქურთების მუშათა პარტია'':  საკუთარ თავს ბოლომდე დავიცავთ

''ქურთების მუშათა პარტია'': საკუთარ თავს ბოლომდე დავიცავთ

„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ლიდერის ჯემილის ბაიკის განცხადებით, მისი ორგანიზაცია თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გაფართოებისთვის მზადაა.  აღნიშნულის შესახებ BBC იტყობინება. 

"ქურთები საკუთარ თავს ბოლომდე დაიცავენ. სანამ თურქეთი არ ცვლის მის მიდგომას, „ქურთისტანის მუშათა პარტია“  სამხედრო ოპერაციებს გააფართოებს ", - განაცხადა მან.

„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ლიდერმა ასევე ბრალი დასდო პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს კონფლიქტის ესკალაციაში. 

მისი განმარტებით, „ქურთისტანის მუშათა პარტიას“  თურქეთისგან გამოყოფა არ სურს  და მზად არის თურქეთთან ითანამშრომლოს, თუ ანკარას მოლაპარაკებები სურს.

თავის მხრივ, ერდოღანის მრჩეველმა ილნურ ჩევიკმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ რაიმე სახის მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს.

"ისინი ცდილობენ, რომ ცალკე სახელმწიფო შეიქმნას თურქეთში, ეს აშკარაა", - განაცხადა მან.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა, რომ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვა გამორიცხულია, რადგან ქვეყანაში მათი საქმიანობა ოფიციალურად აკრძალულია.

„ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და თურქეთის მთავრობას შორის ზავი შარშან ივლისში დაირღვა. თურქეთის ჯარებსა და „ქურთისტანის მუშათა  პარტიას“ შორის დაპირისპირების შედეგად ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 1984 წლიდან, როდესაც  კონფლიქტი დაიწყო, მისი მსხვერპლი დაახლოებით 40 ათასზე მეტი ადამიანი გახდა.

მონტენეგროს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას გეგმავს

მონტენეგროს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას გეგმავს

4 წუთის წინ

მან სინანული გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო წლებში გაუარესდა. "ეს იმის გამოა, რომ მონტენეგრომ 12 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომელშიც რუსეთის ხელმძღვანელობამ დიდი წვლილი შეიტანა, სტრატეგიული არჩევანი ნატო-სა...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036