ოლგა ჩიკვაიძე: პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია

ოლგა ჩიკვაიძე: პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია

სოციალურ კამპანიას “რა გაწუხებთ?” ჯანდაცვის სამინისტრო საკონსულტაციო კომპანია “გლობალური ალიანსის” რეკომენდაციით ახორციელებს. იანვრის ბოლოდან მოსახლეობის გამოკითხვა მათი სამედიცინო საჭიროებების გამოვლენის თვალსაზრისით დაიწყო და კვლავაც გრძელდება. 16 000-ზე მეტი ადამიანი უკვე გამოიკითხა ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში. კითხვარების შევსება ამჟამადაც შესაძლებებლია ვებგვერდზე www.1505.ge.

“გლობალური ალიანსი” ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებების გამოვლენაში ეხმარება. ამ გამოკითხვის შედეგებსაც ერთობლივად ასახავენ სამომავლო რეფორმებში.

სმენადაქვეითებულ ბავშვთა დახმარებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარე ოლგა ჩიკვაიძე გამოეხმაურა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებს.
“ძალიან კარგია გაიგო ადამიანების აზრი ჯანდაცვის სფეროში. ბოლო დროს, სამინისტრო კარგ რეფორმებს ახორციელებს. არაჩვეულებრივი, ფასდაუდებელია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ხალხს დიდი შეღავათი მისცა. 100 მადლობას ვეტყვი ჯანდაცვის სამინისტროს ამისათვის.”

ოლგა ჩიკვაიძე “გლობალური ალიანსის” ჩართულობას ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაზეც საუბრობს და დადებითად აფასებს დასავლური გამოცდილების გაზიარებას.
“უცხოური გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. კარგია როცა განვითარებული ქვეყანა ეხმარება განვითარებად ქვეყანას. კარგი თუ გადავიღეთ მათგან, ეს ცუდი არ უნდა იყოს.”

ოლგა ჩიკვაიძემ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება დაასახელა.

“პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია, მთავარია ექიმი იყოს პროფესიონალი. მისი ხედვა, მიდგომა მნიშვნელოვანია. სასურველია, რომ პირველადი დახმარება გაეწიოს მოსახლეობას ისევ და ისევ ჩვენი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ზოგიერთ პოლიკლინიკაში რომ შეხვალ გული გაგისკდება. ინფრასტრუქტურის მხრივ უნდა მიეხედოს ამ საკითხს, ასევე ძალიან ძვირია წამლები, ეს დაზღვევა კარგია, მაგრამ მერე წამლებს ვერ ყიდულობენ, ეს არის პრობლემა.”-ამბობს ოლგა ჩიკვაიძე.

კახა კალაძე კერძო სექტორსა და საზოგადოებას გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს

კახა კალაძე კერძო სექტორსა და საზოგადოებას გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს

8 წუთის წინ

დედაქალაქის მერი მარჯანიშვილის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც „გარდენიას“ დამფუძნებელი, ზურაბ შევარდნაძე მოედნის გამწვანების სამუშაოებს ახორციელებს.   „მარჯანიშვილის მოედანზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ...

USD 2.4351
EUR 3.0125
GBP 3.4630
TRY 0.6051