ვლადიმერ პაპავა: პატრული უნივერსიტეტის ეზოშიც კი არ უნდა შემოსულიყო

ვლადიმერ პაპავა: პატრული უნივერსიტეტის ეზოშიც კი არ უნდა შემოსულიყო

თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა ირწმუნება, რომ დღეს, უნივერსიტეტში პატრული მას არ გამოუძახებია.

„პატრულის შემოსვლასთან დაკავშირებით ვაკეთებ აბსოლუტურად უარყოფით კომენტარს, ჯერ ერთი, პირადად მე პატრული არ გამომიძახებია. ისინი ეზოშიც კი არ უნდა შემოსულიყვნენ. როდესაც დავინახე, რომ აქ იყვნენ, მე თვითონ დავდექი წინა რიგში, რომ მათ არ ემოძრავათ სტუდენტებთან ერთად. სენატის წევრები ასევე გამოთქვამდნენ აღშფოთებას ამ ფაქტთან დაკავშირებით“, - აცხადებს პაპავა. 

სტუდენტების კითხვაზე, თუ ვინ გამოიძახა პატრული უნივერსიტეტის შენობაში, პაპავას პასუხი არ გაუცია. 

ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა, ხოლო სტუდენტები ისევ შენობაში რჩებიან და ღამის გათენებას აპირებენ. 

თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

49 წუთის წინ

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. მისი თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია უკვე მეორე წელია სუფთავდება და მდგომარეობა გაუმჯობესებულია.  „გვიხარია, რომ დღევანდელ აქციას ბევრი სტუდენტი ახალგაზრდა შემოუერთდა. ის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036