დღეს მართლმადიდებელი სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

ნათლისღება - ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია (6) 19 იანვარს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.  

"ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს“ (კირილე იერუსალიმელი).

ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის

2 საათის წინ

მერიის ცნობით, ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლიდან, პროგრამის ბენეფიციარები, თბილისის მერიისგან 700-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და დასასვენებლად მათთვის სასურველ ადგილს თავად აირჩევენ. "თბილისის მერიამ ვაუჩერული დაფინანსების სისტემა...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085