ბარამიძე: "გაზპრომი" ოკუპანტი რუსეთის მთავარი იარაღია ატომურ იარაღთან ერთად

ბარამიძე: "გაზპრომი" ოკუპანტი რუსეთის მთავარი იარაღია ატომურ იარაღთან ერთად

"აიპრესის" კითხვაზე, თქვენი ხელისუფლების პერიოდში იღებდა თუ არა საქართველოს ბუნებრივ აირს “გაზპრომისგან” საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, გიორგი ბარამიძის პასუხი ასეთი იყო:

"საქართველოში რაც ხდებოდა ყველამ კარგად იცით თქვენ, მაგას მე არ უნდა მეკითხებოდეთ, თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და შეგიძლიათ გადაამოწმოთ კომპეტენტურ ადამიანებთან."

გიორგი ბარამიძე "აიპრესთან" საუბრის დროს "გაზპრომთან" მოლაპარაკებას პოლიტიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ შესაბამისად კიდევ უფრო მეტი ეჭვები იბადება იმ ვითარებაში, როდესაც ასე გაუმჭირვალედ და ასე საზოგადოების ზურგს უკან ხდება.

"გაზპრომი" არის რუსეთის, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოა, ერთ-ერთი მთავარი იარაღი ატომურ იარაღთან ერთად, რომლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო მეწილე არის ივანიშვილი. მოსწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს, მასთან ნებისმიერი მოლაპარაკება საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, იძენს პოლიტიკურ ხასიათს და პოლიტიკურ მნიშვნელობისაა. აქედან გამომდინარე, კალაძეს თუ ეს არ ესმის, მაშინ მას პოლიტიკაში არაფერი არ ესაქმება.

ახლა კარდინალურად, სომხეთთან ტრანზიტთან მიმართებაში გადასინჯვაზეა ლაპარაკი, რომ აღარ მივიღებთ ნატურით გაზს და იმ ვითარებაში, როცა კალაძე აცხადებს რომ გვაქვს დეფიციტი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჯერ იძახის არის დეფიციტიო და მერე რატომღაც აღარ არის შეშფოთებული და პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ გაზს აღარ მივიღებთ ნატურით და მოგვცემენ იმაში ფულს. რა ფულს მოგვცემენ, იმასაც კი არ ლაპარაკობს. და ეს არ არის შემაშფოთებელი? როდესაც არც ის ვიცით, თუ საიდან უნდა დაიფაროს ეს დეფიციტი, არც ის ვიცით რა ფასში უნდა შევისყიდოთ რუსული გაზი, არც ის ვიცით სომხეთისთვის ტრანზიტის საფასურად რუსეთი ჩვენ რას გვთავაზობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც ის ვიცით დანამდვილებით, რამდენად ეფექტური იყო კალაძის და მთავრობის მოლაპარაკებები და საერთოდ, წესიერად მონდომებულები იყვნენ თუ არა, რომ აზერბაიჯანიდან მიგვეღო შევსება იმ გაზის რომლის დეფიციტიც გვაქვს.

ბუნებრივია, დეფიციტი უნდა იყოს ყოველ წელს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უნდა იზრდებოდეს და შესაბამისად, მოხმარებული გაზის მოცულობები შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ არსებობს სხვა წყაროები საიდანაც უნდა შეგვეძლოს ჩვენს ამ დეფიციტის დაფარვა. აი ამაზეა საუბარი, ეს ყველაფერი არის არატრანსფარანტული, არაგამჭირვალე, აბსოლუტურად ბუნდოვანი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომლის მთავარი მოწილე არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ეჭვები იბადება იმ ვითარებაში, როდესაც ასე გაუმჭირვალედ და საზოგადოების ზურგს უკან ხდება ეს ყველაფერი", - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

20 საათის წინ

"ჩვენი მიზანია, საქართველო გავხადოთ ჰაბი რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური, ლოგისტიკური და ფინანსური მიმართულებით. ამ კუთხით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036