ქართული ხურმის ჩირი ევროპის ბაზარზე იყიდება

ქართული ხურმის ჩირი ევროპის ბაზარზე იყიდება

გიორგი კოჭლამაზაშვილი 20 წელია ჰოლანდიაში ცხოვრობს. შარშან მან კომპანია GEOFOOD ჩამოაყალიბა და საქართველოდან ჰოლანდიაში ქართული ხურმის ჩირის პირველი პარტია გაიტანა. პარტია საცდელი იყო და სულ 100 კილოგრამი ჩირისგან შედგებოდა.

ეგზოტიკური პროდუქტი ადგილობრივ სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში ჩააბარა, რომლებიც ბიოპროდუქტებით ვაჭრობენ. საქართველოდან ევროპაში ჩატანილი ხურმა ჰოლანდიელებს მოეწონათ და ის იოლად გაიყიდა, მაგრამ როგორც გიორგი ამბობს, ჩირმა უმნიშვნელო მოგება დატოვა, იმის გამო, რომ საქართველოში პროდუქტი ძვირად შეიძინა. წელს ის ხურმის მეორე პარტიას ჰოლანდიაში 15 დეკემბრისთვის ჩაიტანს. მეწარმეს პროდუქტის დამზადება მარტვილში ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქვს შეკვეთილი და მის კარგად გაშრობას ელოდება.

სტატია სრულად წაიკითხეთ: http://eugeorgia.info/ka/article/320/xurmis-chiris-saeqsporto-shesadzleblobebi/

სავალუტო ფონდმა ვაშაძის შემუშავებული ანტიკორუფციული სასამართლოს მოდელი მოიწონა

სავალუტო ფონდმა ვაშაძის შემუშავებული ანტიკორუფციული სასამართლოს მოდელი მოიწონა

5 საათის წინ

"ჩვენ, კიდევ ერთი ახალი თაობის რეფორმის პროექტი შევიმუშავეთ -ანტიკორუფციული სასამართლოს მოდელი, რომელიც უახლოეს მომავალში უკრაინაში, ჩვენს მიერ შემუშავებული მექანიზმით ჩამოყალიბდება,  უპრეცენდეტოა თანამედროვე სამყაროში. ეს არის მოდელი...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036