ირმა ინაშვილი სამშაბათამდე  შიმშილობას წყვეტს

ირმა ინაშვილი სამშაბათამდე შიმშილობას წყვეტს

"ჩემი შიმშილობის მე-13 დღეა. ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ვარ და აუცილებელია, რამდენიმე დღით გავეთიშო ამ პროცესს. გადასხმები გამიკეთეს და სამშაბათიდან შემოვუერთდები  აქციას", - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. 

ირმა ინაშვილის განცხადებით, მოშიმშილეთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეებს შორის არიან "პატრიოტთა ალიანსის" წამომადგენლები სხვადასხვა რეგიონის საკრებულოდან.

"100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ამ აქციაში. არ შეჩერდება ეს საპროტესო აქცია, რადგან ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებია საჯარო პოზიცია მზად არის თუ არა ქვეყანაში შეცვალოს საარჩევნო გარემო.

დღეს ჩვენს აქციას შემოუერთდა ჩვენი 14-ზე მეტი დეპუტატი. ისინი ასევე დაიწყებენ შიმშილობას," - განაცხადა ინაშვილმა. 

შეგახსენებთ, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე დღეა შიმშილობს. იგივსაგარეჯოში შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.

შსს-მ გენერალური ინსპექციის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე სემინარი ჩაატარა

შსს-მ გენერალური ინსპექციის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე სემინარი ჩაატარა

1 საათის წინ

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ორგანიზებითა და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით, ქალაქ ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა. შეხვედრა შინაგან...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036