თიბისი გალერეა ვანო აბულაძის გამოფენას მასპინძლობს

თიბისი გალერეა ვანო აბულაძის გამოფენას მასპინძლობს

თიბისი ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის გალერეა ცნობილი ქართველი მხატვრის, ვანო აბულაძის პოპარტს, "თეთრი ციებ-ცხელება"მასპინძლობს. "თეთრი ციებ-ცხელება" გამოფენა-აქციაა, რომლის ფარგლებშიც მხატვარმა პირველად წარმოადგინა 3 სამგანზომილებიანი კომპოზიცია, ანუ ობიექტი და ასამბლაჟის ტექნიკით (სხვადასხვა მასალითა და ნივთებით,მათ შორის ავტომობილის ნაწილებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით) შესრულებული 25-ზე მეტი ნამუშევარი.

ვანო აბულაძის პოპარტი პრინციპულად განსხვავდება მის მიერ წინა წლებში შექმნილი ნამუშევრებისგან, თუმცა მხატვარი თავის თემატურ ხაზს აგრძელებს და გროტესკით გაჯერებულ კომპოზიციებს გვთავაზობს.

ექსპოზიციაზე, რომელიც სპეციალურად თიბისი გალერეისთვის შეიქმნა, ცნობილი მხატვარი ზუსტად ცხრა თვის განმავლობაში მუშაობდა. ვანო აბულაძის ნამუშევრები "უნგრეთის ხელოვნების მუზეუმში", "მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში", გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, აშშ-ის და საქართველოს კერძო კოლექციებშია დაცული. მხატვრის ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბით არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის ფარგლებში გამოიფინა.

ვანო აბულაძის გამოფენას თიბისი გალერეა უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად მხატვრის ნამუშევრები "ძველი და ახალი ბათუმი" თიბისი გალერეაში 2014 წელს გამოიფინა. "თეთრი ციებ-ცხელება" დამთვალიერებელს თიბისი გალერეაში 6 ნოემბრამდე ელოდება, - აცხადებს თიბისი ბანკი.

რესტორანი "მაჭახელას" ქონება ჯიპიაი ჰოლდინგშია დაზღვეული

რესტორანი "მაჭახელას" ქონება ჯიპიაი ჰოლდინგშია დაზღვეული

53 წუთის წინ

რესტორანი "მაჭახელა" ქონების დაზღვევის პოლისითაა დაზღვეული. პოლისი ხანძართან ერთად, ითვალისწინებს ისეთი შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, როგორიცაა, სტიქიური მოვლენები, ძარცვა-ყაჩაღობა,  ვანდალიზმი და...

USD 2.4351
EUR 3.0125
GBP 3.4630
TRY 0.6051