საქართველოს რეგიონული როლის გასაძლიერებლად აგრესიული ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო

საქართველოს რეგიონული როლის გასაძლიერებლად აგრესიული ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო

  • iRegions.Ge
  • 20 ოქტომბერი, 2015
  • 12:40
  • ადმინისტრატორი
თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიმართა. აღნიშნული ფორუმიდან საქართველო პოტენციურად საკმაოდ მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს მიიღებს. ეკონომიკის დოქტორი, ზურაბ გარაყანიძე მიიჩნევს, რომ  “აბრეშუმის გზის ფორუმის” თბილისში გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის და ახალი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

თბილისში ჩატარდა აბრეშუმის ფორუმი, საინტერესოა, მსგავსი ღონისძიებები რამდენად მოცულობითი ბენეფიტების მომტანი შეიძლება იყოს ქვეყნის ეკონომიკისთვის?

მე მინდა პირველ რიგში ხაზი გავუსვა იმას, რომ აბრეშუმის გზის ფორუმის ინიციატივა ეკუთვნის ჩინეთის მხარეს, მაგრამ ძალიან სერიოზული სტიმული მისცა ამას, საქართველოს პრემიერის გაეროს ასამბლეის მესამოცე სესიაზე გამოსვლამ, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ გაიმართა. მაშინ, პრემიერმა გაახმოვანა თბილისში აბრეშუმის გზის ფოუმის ჩატარების იდეა. ამ იდეამ მაშინვე ჰპოვა სერიოზული მხარდაჭერა. ამავე თემას მიეძღვნა ჩინეთის პრეზიდენტის ასტანაში გამოსვლა, სადაც გამოითქვა იგივე წინადადება და ჩვენ უკვე ვართ იმ ფორუმის გახსნის მომსწრენი სადაც მხოლოდ ჩინეთის მხრიდან 300 უმსხვილესი ბიზნესმენი წარმოდგენილი და ძალიან სერიოზული შეხვედრებიც გაიმართება, შეხვედრები გაიმართება ოთხ ძირითად პანელად.

საინტერესოა რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ამ ფორუმიდან? მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, რამდენად არის ხოლმე ასეთი ფორუმები ახალი პრივილეგიებისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა?

ინფრასტრუქტურა ერთ–ერთი ცენტრალური საკითხია და ამ კუთხით ერთ–ერთი პანელი იქნება ენერგეტიკული აბრეშუმის გზა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ცენტრალური აზიის ჰიდროკარბონების ტრანსპორტირება მოხდეს საქართველოს გავლით, ევროპის ბაზარზე და ასევე საუბარია იმაზე, რომ მალე მწყობრში ჩადგება „კაშაგანის“ გიგანტური ნავთობის საბადო ჩრდილოეთ კასპიაში. „თენგიზის“ ნავთობი მოგეხსენებათ უკვე რამდენიმე წელია გადაიტვირთება ნოვოროსიის პორტიდან მსოფლიო ბაზრებზე, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომ თურქეთის ის ორი სრუტე რომელიც, ატარებს ამ გიგანტურ ტანკერებს მსოფლიო ბაზარზე, ძალიან გადაიტვირთა და საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, რომ „თენგიზის“ ნავთობის ტრანსპორტირება მოხდეს სხვა მარშუტებით და არ გამოირიცხება, რომ ეს იყოს საქართველოზე გამავალი მარშუტები.

ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია ვიყოთ რეგიონალური ჰაბი, საქართველომ უნდა გადადგას აგრესიული ნაბიჯები იმისთვის, რომ ძირითადი ნაწილი ტვირთებისა რაც არის რეგიონში მოიზიდოს საკუთარ ბაზარზე. თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ამის უზრუნველსაყოფად?

გეთანხმებით არის სერიოზული ნაბიჯები გადასადგმელი, ვინაიდან დასამალი არ არის, რომ საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა ბოლო წლებში საკმაოდ შემცირდა, თუ 1990 წელს რკინიგზის ტვირთბრუნვა 50 მლნ ტონა იყო, 2005 წელს მან შეადგინა 18 მლნ ტონა, 2010 წელს 16.5 მლნ ტონა და წინა წელს სულ 13.8 მლნ ტონა. ამასთან წლევანდელ 7 თვეში წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 11% შემცირდა რის აღდგენასაც, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ 2–3 წელი დასჭირდება.

როგორც ცნობილია, საქართველო არის აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის წევრი სახელმწიფო. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება იყოს ამ ბანკის წევრობა, გარკვეული ბენეფიტების მომტანი ქვეყნისთვის?

ამერიკამ სულ რამდენიმე დღის წინ გამართა ფორუმი სადაც შეიქმნა „წყნარი ოკეანის პარტნიორობა“ ერთ–ერთი მსოფლიოში უდიდესი თავისუფალი სავაჭრო ზონა, სადაც შევიდა 12 ქვეყანა, დაწყებული ჩილედან დამთავრებული კანადით. ყველა აქ შემავალი ქვეყანა ამერიკის სატელიტები არიან, რაც სერიოზული დარტყმაა ჩინეთის იმ დიდი ამბიციებისთვის რომელიც უკავშირდება აბრეშუმის გზას. ამიტომ ჩემი აზრით საჭიროა მთელი რიგი ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება. პირველ რიგში, საჭიროა, რომ საქართველომ ე.წ. გამჭოლი ტარიფები შემოიღოს, იმისთვის რთა დაიბრუნოს ის 6–8 მლნ ტონა ფრახტი რომელიც ცენტრალური აზიიდან იყო წამოსაღები საქართველოში, მაგრამ დაიკარგა და რუსეთის გზით მიდის.

წყარო: ბიზნესკონტაქტი

შუახევში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

შუახევში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

19 აპრილი, 2018

დედაენის დღის კვირეულის ფარგლებში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, შუახევის კულტურის ცენტრში. ღონისძიება შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობის განყოფილების აღსაზრდელების და ინწკირვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036