პირველად საქართველოში, უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა წიგნის სახლისგან “საბა”

პირველად საქართველოში, უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა წიგნის სახლისგან “საბა”

პირველად საქართველოში, ელექტრონული წიგნების სახლი “საბა” მკითხველს უფასო ელექტრონულ ბიბლიოთეკას სთავაზობს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

დღეიდან, ნებისმიერი მსურველი, ყოველგვარი საფასურის გარეშე შეძლებს 30 დასახელების წიგნის ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვას saba.com.ge-დან.

ამ წიგნების ჩამონათვალის ნახვა მკითხველს მეტროსადგურებში განთავსებული სპეციალური ბანერებიდან შეუძლია. დღეიდან ასეთ ბანერებს ყველაზე დიდ მეტროსადგურებში – “რუსთაველსა” და “რკინიგზის სადგურში” შეხვდებით, – იუწყება თიბისი.

ბანერზე გამოსახულ თითოეულ ელექტრონულ წიგნს სპეციალური QR კოდი (ე.წ სწრაფი გამოხმაურების კოდი) ახლავს, რომლის მეშვეობით მკითხველი მარტივად შეძლებს თავისი სმარტფონით “საბას” ვებ-გვერდზე შესვლას და ამ წიგნის უფასოდ ჩამოტვირთვას.

“საბას” უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა მოიცავს კულინარიულ, პროფესიულ და მხატვრულ ლიტერატურას.

გარდა ამისა, ბანერზე განთავსებული სპეციალური QR კოდების მეშვეობით მკითხველებს შეუძლიათ თბილისში არსებული ფიზიკური ბიბლიოთეკების კატალოგების ჩამოტვირთვა და სასურველი წიგნების დისტანციურად მოძებნაც.

როგორც ბანკი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები სხვა მეტროსადგურებში, ასევე სწრაფი კვების ობიექტებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც განთავსდება.

პროექტი ელექტრონული წიგნების სახლის „საბა“ მიერ, „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

14 საათის წინ

"ჩვენი მიზანია, საქართველო გავხადოთ ჰაბი რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური, ლოგისტიკური და ფინანსური მიმართულებით. ამ კუთხით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036