დავით ნარმანია სტრასბურგში ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესის სესიას დაესწრება

დავით ნარმანია სტრასბურგში ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესის სესიას დაესწრება

თბილისის მერი დავით ნარმანია სტრასბურგში,  ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პლენარულ სესიაზე დასასწრებად გაემგზავრა.

ევროსაბჭოს კონგრესის პლენარული სესიის მიმდინარეობისას კენჭი ეყრება სხვადასხვა რეზოლუციასა და რეკომენდაციებს. კერძოდ: მიმოიხილავენ ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობას ლუქსემბურგში, მონტენეგროში, მოლდოვის რესპუბლიკასა და ალბანეთში.

ასევე იმსჯელებენ   ახალგაზრდებისთვის მმართველობის პროცესში მონაწილეობის მიღებისას  ბარიერების აღმოფხვრაზე, ისაუბრებენ სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურ თანამშრომლობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ფორმებზე.

,,იმართება ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესის სესია, სადაც საუბარი იქნება სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საკითხებზე, მათ შორის საქართველოში. ჩვენ ვისაუბრებთ რეფორმებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში გატარდა, კერძოდ, საზოგადოების აქტიური ჩართულობის ინსტრუმენტები, რაც სულ ახლახანს შევიდა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში და მის გავლენაზე ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხზე. იქნება მსჯელობა და დისკუსია სხვადასხვა საკითხებზე, რომელშიც ასევე მივიღებთ მონაწილეობას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვიზიტის ფარგლებში თბილისის  მერი დავით ნარმანია კონგრესის რეგიონული პალატის შეხვედრას დაესწრება, სადაც  უმცირესობათა ენების ქარტიის შესახებ,   შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის გამოსვლა იგეგმება, რის შემდეგაც გაიმართება დებატები.

თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი სტრასბურგში 19-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ხვალ, ბათუმსა და ოზურგეთში " ოცნება" რეგიონულ კონფერენციებს გამართავს

ხვალ, ბათუმსა და ოზურგეთში " ოცნება" რეგიონულ კონფერენციებს გამართავს

1 საათის წინ

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენციები 23 აპრილს ბათუმსა და ოზურგეთში გაიმართება, რომელზეც საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებსა და ყრილობის დელეგატებს აირჩევენ. კონფერენციის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036