ზვიად დევდარიანი: ევროპისკენ სწრაფვაზე ხელისუფლების გზავნილები ბუნდოვანია

ზვიად დევდარიანი: ევროპისკენ სწრაფვაზე ხელისუფლების გზავნილები ბუნდოვანია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დღეს გამოქვეყნებულ კვლევების შედეგებს, რომლის მიხედვით საქართველოს მასშტაბით 4 448 გამოკითხულ რესპონდენტთა 31% მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებს.

"ამ შედეგის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის, ალბათ ის რომ უფრო აქტიური გახდა რუსეთი საქართველოში. სამწუხაროდ, არიან როგორც სამოქალაქო ჯგუფები, ასევე მედიასაშუალებები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ, ხვდებიან მოსახლეობას, ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა ინფორმაციებს ავრცელებენ და ცდილობენ ჩანერგონ ანტიევროპული განწყობები მოსახლეობაში. სრულიად წარმოუდგენელი მითების საშუალებით.

ხელისუფლების მხრიდანაც არ არის ყოველთვის ნათელი შეტყობინებები, რომ გვაქვს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვა. არის ლოიალური დამოკიდებულება ევრაზიული კავშირის მიმართ. მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან რუსეთთან მიმართებით. ეს შეტყობინებებიც მოქმედებს ხალხზე.

ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც უნდა მიაქციონ ამ შედეგებს ყურადღება. თუ უფრო მეტი ნაბიჯი არ იქნა მათი მხრიდანაც საქართველოს ინტეგრაციისთვის გადადგმული, ვფიქრობ, მხოლოდ დაპირებები და მხოლოდ იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ ევროკავშირის თუ ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის, შეიძლება, ძალიან დამღლელი აღმოჩნდეს საქართველოს მოსახლეობისათვის.

ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ამისთვის მთავრობამაც უნდა გადადგას თავისი ნაბიჯები, მაგრამ განსაკუთებით მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის კუთხით პოზიტიური პასუხები იყოს უახლოეს მომავალში, ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით", - აღნიშნა დევდარიანმა.

NDI: ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა 71% ეკონომიკურ სარგებელს ელის

კვიციანი:პოლიტპატიმართა სიიდან გიორგაძის მოთხოვნით ამომიღეს, მან ამისთვის ხაბურძანია გამოგზავნა

კვიციანი:პოლიტპატიმართა სიიდან გიორგაძის მოთხოვნით ამომიღეს, მან ამისთვის ხაბურძანია გამოგზავნა

12 საათის წინ

"რუსებს არ უნდოდათ ჩემი წამოსვლა და ქართველებს არ უნდოდათ ჩემი მიღება. რუსებს იმიტომ არ უნდოდათ ჩემი წამოსვლა, რომ თავიანთ აგენტურას ძალიან ბევრს გავშიფრავდი და ბევრიც გავშიფრე. რომ არ არიან პოლიტიკურ ველზე, ვერ უყურებთ?!" - ასე იხსენებს...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036