საბის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

ირმა მესხია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი დარახველიძემ ტრანსგენდერ საბის მკვლელობისთვის ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი განზარ მკვლელობის ნაწილში გაამართლა, - ამის შესახებ „აიპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივის მხარდაჭერის ჯგუფის“ ადვოკატმა ციალა რატიანმა განუცხადა, რომელიც სასამართლოზე საბის (ბექა ბერიანი) დედის, თამარ ძამუკაშვილის ინტერესების დამცველია.

ადვოკატის თქმით, „საბის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ლევან კოჭლაშვილს ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში. 1) 108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა; 2) 125-ე მუხლი - ცემა; 3) 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ნივთის განზრახ დაზიანება, განადგურება ცეცხლის წაკიდებით.

სასამართლომ ლევან კოჭლაშვილი ორ ეპიზოდში სცნო დამნაშავედ. ეს არის 125-ე მუხლი - ბიანკა შიგუროვას ცემის ნაწილში, რის გამოც ჯარიმა დააკისრა. ასევე 187-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რისთვისაც კოჭლაშვილს სასჯელის ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამ სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მძიმე სასჯელი, 125-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა და საბოლოო ჯამში ბრალდებულს სასჯელის ზომად სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“.

საბის (ბექა ბერიანი) დედის ინტერესების დამცველის თქმით, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და მოითხოვენ საბის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან კოჭლაშვილის განზრახ მკველობის მუხლით დასჯას. 

„როგორც კი გვექნება დასაბუთებული სარეზოლუციო ნაწილი და ვნახავთ რატომ გაამართლა სასამართლომ მსჯავრდებული განზრახ მკვლელობის ნაწილში, ამის შემდეგ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. 

მინდა აღვნიშნო, რომ პროკურორმა სასამართლოზე დეტალურად მიმოიხილა ის მტკიცებულებები, რომელიც გამოკვლეული იყო პროცესის განმავლობაში, დააფიქსირა პოზიცია, რომ ბექა ბერიანი მოკლული არის ლევან კოჭლაშვილის მიერ და ამ ნაწილში უნდა იქნეს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

დაცვის მხარე არ დაეთანმა და თქვა, რომ ეს ქმედება იყო ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ანუ ბრალდებული თავს იცავდა. ისინი ამბობდნენ, რომ საბისა და ბრალდებულს შორის გაიმართა ძიძგილაობა, დანა საბის ეჭირა და ამ ძიძგილაობაში თვითდაზიანებით... ადამიანი მკვდარია, ადამიანი მოკლულია. მათი თქმით ფაქტობრივად მკვლელი არის საბი - ასე გამოვიდა. 

პროკურატურას და ჩვენ გვქონდა ერთნაირი პოზიცია, საბის (ბექა ბერიანი) მკვლელობაში დამნაშავე არის ლევან კოჭლაშვილი და მის მიმართ უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. სასამრთლომ კი არათუ მუხლი შეცვალა, არამედ საერთოდ გაამართლა, რომ ეთქვა იყო გაუფრთხილებელობა, აფექტი ან რაღაც სხვა, არა! ერთმნიშვნელოვნად გაამართლა“.- განაცხადა რატიანმა. 

ცნობისთის, ტრანსგენდერი საბი (ბექა ბერიანი) 2014 წლის 11 ნოემბრს გარდაიცვალა. ლგბტ თემის წარმომადგენელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მსგავსი სიახლეები
დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

22 ივნისი, 2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ატლანტაში მინისტრი სიტყვით გამოვიდა დაავადებების ერადიკაციის საერთაშორისო მიზნობრივი ჯგუფის 26-ე...

მეტი

გია სალუქვაძე ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდა

გია სალუქვაძე ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდა

22 ივნისი, 2017

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდა. შეხვდა მუზეუმის თანამშრომლებს და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. როგორც მუზეუმის დირექტორმა...

მეტი

საბის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

საბის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა
22:19 | 7 აგვისტო, 2015

ადვოკატის თქმით, „საბის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ლევან კოჭლაშვილს ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში. 1) 108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა; 2) 125-ე მუხლი - ცემა; 3) 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ნივთის განზრახ დაზიანება, განადგურება ცეცხლის წაკიდებით.

სასამართლომ ლევან კოჭლაშვილი ორ ეპიზოდში სცნო დამნაშავედ. ეს არის 125-ე მუხლი - ბიანკა შიგუროვას ცემის ნაწილში, რის გამოც ჯარიმა დააკისრა. ასევე 187-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რისთვისაც კოჭლაშვილს სასჯელის ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამ სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მძიმე სასჯელი, 125-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა და საბოლოო ჯამში ბრალდებულს სასჯელის ზომად სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“.

საბის (ბექა ბერიანი) დედის ინტერესების დამცველის თქმით, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და მოითხოვენ საბის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან კოჭლაშვილის განზრახ მკველობის მუხლით დასჯას. 

„როგორც კი გვექნება დასაბუთებული სარეზოლუციო ნაწილი და ვნახავთ რატომ გაამართლა სასამართლომ მსჯავრდებული განზრახ მკვლელობის ნაწილში, ამის შემდეგ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. 

მინდა აღვნიშნო, რომ პროკურორმა სასამართლოზე დეტალურად მიმოიხილა ის მტკიცებულებები, რომელიც გამოკვლეული იყო პროცესის განმავლობაში, დააფიქსირა პოზიცია, რომ ბექა ბერიანი მოკლული არის ლევან კოჭლაშვილის მიერ და ამ ნაწილში უნდა იქნეს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

დაცვის მხარე არ დაეთანმა და თქვა, რომ ეს ქმედება იყო ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ანუ ბრალდებული თავს იცავდა. ისინი ამბობდნენ, რომ საბისა და ბრალდებულს შორის გაიმართა ძიძგილაობა, დანა საბის ეჭირა და ამ ძიძგილაობაში თვითდაზიანებით... ადამიანი მკვდარია, ადამიანი მოკლულია. მათი თქმით ფაქტობრივად მკვლელი არის საბი - ასე გამოვიდა. 

პროკურატურას და ჩვენ გვქონდა ერთნაირი პოზიცია, საბის (ბექა ბერიანი) მკვლელობაში დამნაშავე არის ლევან კოჭლაშვილი და მის მიმართ უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. სასამრთლომ კი არათუ მუხლი შეცვალა, არამედ საერთოდ გაამართლა, რომ ეთქვა იყო გაუფრთხილებელობა, აფექტი ან რაღაც სხვა, არა! ერთმნიშვნელოვნად გაამართლა“.- განაცხადა რატიანმა. 

ცნობისთის, ტრანსგენდერი საბი (ბექა ბერიანი) 2014 წლის 11 ნოემბრს გარდაიცვალა. ლგბტ თემის წარმომადგენელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ავტორი: ირმა მესხია