სოფიო ქაცარავამ დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართა

სოფიო ქაცარავამ დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართა

ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირებისა და სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება იყო დანიის პარლამენტში გამართული შეხვედრების მთავარი თემა.

შეხვედრები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავასა და დანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან მაიკლ იენსენთან, სახალხო პარტიის წევრ კენეტ ბერტთან და მოგენს ლიკეტოფთან შედგა.

სოფიო ქაცარავამ საქათველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება და საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს არღვევს. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ხაზი გაუსვა ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კოლეგებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-ს მომავალი წევრობისკენაა მიმართული.

„მიუხედევად არსებული კონფლიქტისა, საქართველო ატარებს ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმებს და მყარად უჭირავს ევროატლანტიკური კურსი, რისთვისაც მნიშვნელოვან კონტრიბუციას დებს ყველა მიმართულებით“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ. მისივე თქმით, გამოწვევებთან ბრძოლის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობისა და ფორმატების როლი.

შეხვედრებისას მხარეებმა, ეკონომიკური კავშირების გამყარებასა და ამ მიმართულებით პარლამენტის როლზე გაამახვილეს ყურადღება. სოფიო ქაცარავამ საქართველოზე, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლზე და ეკონომიკის გაძლიერების თვალსაზრისით მის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მან მადლობა გადაუხადა დანიის პარლამენტსა და მთავრობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასევე, ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„მადლობას ვუხდი დანიის პარლამენტსა და მთავრობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. ასევე, დანიის სამეზობლო პროგრამის მიერ (DANEP) განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერისთვის, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიზაციის და ეკონომიკური განვითარების პროცესს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.



 

პრემიერი: "ქართულ ოცნებას" ეყოლება ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი

პრემიერი: "ქართულ ოცნებას" ეყოლება ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი

37 წუთის წინ

"ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი. რა თქმა უნდა, იმის იმედი გვაქვს, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ღირსეულ სიტყვას იტყვის. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068