ფოთში, ნატოს დღეების ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ფოთში, ნატოს დღეების ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ფოთში, ნატოს დღეების ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი, ტორსტენ დერიკი უძღვებოდა.

მან ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და საინფორმაციო შეხვედრის დიდი ნაწილი, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ საუბარს დაეთმო.

ცნობისათვის, ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.

ნატოს დღეები საქართველოში ოფიციალურად 16 აპრილს გაიხსნა და 1 მაისამდე გაგრძელდება.

ზურაბ პატარაძე: "ქართული ოცნების" კონფერენციას აჭარაში ღირსეულად ჩავატარებთ

ზურაბ პატარაძე: "ქართული ოცნების" კონფერენციას აჭარაში ღირსეულად ჩავატარებთ

1 საათის წინ

 ყრილობაზე "ქართული ოცნების" აჭარის ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარეს აირჩევენ. გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნულ პოსტზე ბათუმის მერის ლაშა კომახიძის კანდიდატურა განიხილება. "ხვალ როგორც იცით, ბათუმში პარტიული კონფერენცია...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036