ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. ჩარგალში მდებარე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს  ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმ ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.

სახლი ერთსართულიანია, ოროთახიანი. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით დუღაბზე. აქვს ერთფერდა, კრამიტის გადახურვა, რომელზეც ორი საკვამურია ამოყვანილი. სახლს წინა მხარეს, გრძივი ფასადის მთელ სიგრძეზე ხის სვეტებიანი გადახურული აივანი გასდევს, რომელიც გვერდებიდან გახსნილია. სახლში შესასვლელი აივნიდანაა. ოთახებს ერთმანეთისგან ვიწრო ტალანი ყოფს, რომელთანაც ისინი კარით არიან დაკავშირებული. ოთახები აივნის მხრიდან დატანებული სარკმლებით ნათდება. ორივე ოთახში ბუხარია მოწყობილი. სახლის იატაკი აგურფენილია. შედარებით მცირე ზომის ოთახი ვაჟას მამის - პავლეს აშენებულია. ამავე ოთახში დაიბადა ვაჟაც. აქვე იყო მისი სამუშაო ოთახიც. მეორე უფრო დიდი ზომის ოთახი კი ვაჟას დროსაა აშენებული და მისი ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი. სახლის ერთი ნაწილი ვაჟას მამის - პავლეს აშენებულია, მეორე ნაწილი კი თავად ვაჟასი.
ეზოში დგას საბძელ-გომური,თორნე და წისქვილი.

შეასრულე ჯეიმს ბლანტის სიმღერა, გადაიღე ვიდეო და დაელოდე...

შეასრულე ჯეიმს ბლანტის სიმღერა, გადაიღე ვიდეო და დაელოდე...

23 აპრილი, 2018

კომპეტენტური ჟიური აირჩევს 6 საუკეთესო შემსრულებელს და ექვსივე მონაწილე იმღერებს 10 მაისს, Hard Rock Cafe-ში (მის. თბილისი, ვ.პეტრიაშვილის #1), ჯეიმს ბლანტისადმი მიძღვნილ საღამოზე საღამოზე ჟიური 2 გამარჯვებულს გამოავლენს. პირველი ადგილის მფლობელს...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068