ძაბირაძე:პრეზიდენტის ჩაძირვა არჩევნებამდე ხდება,ადმინისტრაციის პოზიციაც არაა PR-გან თავისუფალი

ძაბირაძე:პრეზიდენტის ჩაძირვა არჩევნებამდე ხდება,ადმინისტრაციის პოზიციაც არაა PR-გან თავისუფალი

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე წინასწარ ხდება პრეზიდენტის ჩაძირვა, სანამ ის ოფიციალურად დააყენებს კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ასე შეაფასა პოლიტოლოგმა „აიპრესთან“ გიორგი მარგველაშვილის, „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მწვავე დაპირისპირება. მისი თქმით, თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებებიც არ არის თავისუფალი PR-გან.

„ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესი მე მგონი ძალიან ცხადი და ნათელია. შემოდგომაზე არის საპრეზიდენტო არჩევნები. ჯერჯერობით ოპოზიციას არავინ დაუსახელებია კანდიდატად, რომ შეტევა მასზე დაიწყოს, მაგრამ ყველას აქვს ეჭვი და შესაძლოა საფუძვლიანიც, რომ შესაძლოა მარგველაშვილმა იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში. ამიტომ, სანამ ეს გაცხადდება. სანამ ეს გაცხადდება და ყველასთვის ნათელი გახდება, რომ პრეზიდენტის კრიტიკა არჩევნებს უკავშირდება და არა მის მიერ განხორციელებულ რაიმე ქმედებებს, შეიძლება ასე ითქვას, რომ მანამდე ხდება მისი ჩაძირვა.

„ქართული ოცნებისგან“ გასაგებია. მას თავისი კანდიდატი ეყოლება, ამიტომ სავარაუდო კანდიდატებზე იქნება შტურმი. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, აქაც სრულიად ნათელია, რომ მასაც ეყოლება თავისი კანდიდატი. ამიტომ კონკურენტები თუ წინასწარ იქნება ჩამოშორებული, არ იქნება ცუდი. აი ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩემი აზრით, ძალიან მარტივია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

კითხვაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთებული ასეთი ხმაურიანი განცხადებები ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური თვალსაზრისით რამდენად იკითხებოდა? - პასუხობს:

„ის ფაქტი, რომ პრეზიდენტიც გააქტიურდა იმაზე მიანიშნებს, რომ ისიც ალბათ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. შესაბამისად პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გაკეთებული განცხადებებიც არ არის თავისუფალი პიარისაგან. ამ შემთხვევაში ის, რაზეც პრეზიდენტს ედავებიან, ბარნოვზე მომხდარი ტრაგედიის გამო სრულიად აბსურდული ბრალდებაა. მე ვფიქრობ, პროცედურა დაცული იყო ყველანაირად. რა უნდა მოვთხოვოთ? მაშინ საუბარი რატომ ან როგორ შეიწყალა, არამედ იმაზე, რომ მას ჩამოვართვათ შეწყალების უფლება, რაც თავისთავად აბსურდია, ან ძალიან დაკონკრეტდეს ვინ და რა კატეგორიის მსჯავრდებულების შეწყალება შეუძლია“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგონა შვილების თვალწინ მოკლეს. საზარელ მკვლელობაში ბრალდებულს, მოკლულის მამინაცვალს დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული მამაკაცი პრეზიდენტმა შეიწყალა, რასაც მოჰყვა პოლიტიკური დაპირისპირება. პრეზიდენტის გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააკრიტიკეს. კრიტიკას მწვავე განცხადებებით უპასუხეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ორკესტრირებული შეტევის დაგეგმვასთან გვაქვს საქმე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის წინააღმდეგ არაადეკვატური და ბინძური კამპანიაა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა ადმინისტრაციას უპასუხა და თქვა, რომ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ არაადეკვატური და ისტერიული ტონი გამოიყენეს.

პრემიერი: "ქართულ ოცნებას" ეყოლება ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი

პრემიერი: "ქართულ ოცნებას" ეყოლება ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი

32 წუთის წინ

"ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი. რა თქმა უნდა, იმის იმედი გვაქვს, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ღირსეულ სიტყვას იტყვის. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068