სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერად აირჩიეს

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერად აირჩიეს

სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ (NA) ქვეყნის პრემიერმინისტრად სერჟ სარგსიანი ღია კენჭისყრით აირჩია. როგორც "არმენპრესი" იუწყება, გადაწყვეტილებას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი - 17 დეპუტატი იყო.

სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, RPA- ს თავმჯდომარის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინეს.
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი დაუყოვნებლივ ნიშნავს სომხეთის ეროვნულ ასამბლეის მიერ არჩეულ პრემიერმინისტრს.

13 აპრილს, ერევანში სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრის პოსტზე წარდგენამ საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
მომდევნო დღეს, ქალაქის ცენტრში მომიტინგეებმა ქუჩები გადაკეტეს და საკონსტიტუციო სასამართლოსა და სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობებში შეიჭრნენ. როდესაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ყუმბარა გამოიყენა. გენერალურმა პროკურატურამ არეულობასთან დაკავშირებით გამოძიება სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც მასობრივი არეულობების ორგანიზებას გულისხმობს.

სერჟ სარქისიანი ყოფილი პრემიერმინისტრია. იგი თანამდებობაზე ოფიციალურად 2007 წლის 4 აპრილს დანიშნეს. მანამდე ის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემრულებლის თანამდებობაზე 2007 წლის 26 მარტიდან მუშაობდა. პრემიერმინისტრად დანიშვნამდე, სარგსიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იყო. მან 2008 წლის თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში სომხეთის რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერით გაიმარჯვა, რომლის ხელმძღვანელი თვითონაა.


 

სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა სახიფათო წერტილს მიაღწია

სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა სახიფათო წერტილს მიაღწია

3 საათის წინ

"აუცილებელია უარი ითქვას დესტრუქციულ ქმედებებზე, რომლებმაც შესაძლოა ქვეყანაში სტაბილურობა მოსპოს. ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები დიალოგისათვის. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ჩვენს მოქალაქეს, გამოიჩინოს თავშეკავება და მოერიდონ სიტუაციის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036