ლონდა თოლორაია: ოჯახის წევრები მოძალადის წინააღმდეგ საჩივრის შეტანისგან თავს იკავებენ

ლონდა თოლორაია: ოჯახის წევრები მოძალადის წინააღმდეგ საჩივრის შეტანისგან თავს იკავებენ

"გამოწვევად კვლავ რჩება მომართვიანობის მაჩვენებელი, რადგან მოძალადე არის ოჯახის წევრი და თავს იკავებენ ოჯახის წევრის წინააღმდეგ საჩივრის შემოტანისგან. გამოწვევა არის ასევე ისიც, რომ რიგ შემთხვევებში, ემოციების ჩაცხრომის შემდეგ, პირვანდელი ჩვენების გადათქმა და განცხადების უკან გატანა ხდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამოწვევაა სისხლის სამართლის საქმის მასალების ხელმისაწვდომობის საკითხი იმ პირისთვისაც, რომლის მიმართაც შეაქვთ საჩივარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

“არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა გამოძიების ეტაპზე ყველაფერი მიდის ნორმალურად, მსხვერპლი კვლავ იმ პოზიციაზეა, თუმცა როცა საქმე გადაიგზავნება სასამართლოში, მსხვერპლი იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას - არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად, შესაძლოა, სასამართლოში ჩვენ აღმოვჩნდეთ ისეთ მოცემულობაში და ჩვენდა სამწუხაროდ, გვქონია ასეთი შემთხვევები, როცა პროკურორი რჩება მტკიცებულებების გარეშე. გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, პროცენტულად საკმაოდ მაღალია ოჯახური დანაშაულის შემთხვევებში გამართლებული პირების რაოდენობა, ოღონდ არა იმიტომ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ იმიტომ, ოჯახის წევრების ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელი იყო, ოჯახის წევრებმა კი უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

თოლორაიას თქმით, ასევე პრობლემურია სამართალდამცველებისთვის გვიან მომართვის საკითხი.

„მსხვერპლი მოდის ჩვენთან, გვეუბნება, რომ მას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლემ, მაგრამ ეს განხორციელდა რამდენიმე კვირის ან თვის წინ და რა თქმა უნდა, მის მიმართ ექსპერტიზის ჩატარება გამორიცხულია, ამის გარეშე კი ძალადობის მტკიცება რთულია”, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ღონისძიებაა გასატარებელი, რომ მოხდეს ცნობიერების ამაღლება.

შსს:ცალკეულ შემთხვევებში კრიმინალის ნეგატიური მატებაა,თუმცა ამ ეტაპზე საგანგაშო მატება არაა

შსს:ცალკეულ შემთხვევებში კრიმინალის ნეგატიური მატებაა,თუმცა ამ ეტაპზე საგანგაშო მატება არაა

3 საათის წინ

"შსს ასაჯაროების კრიმინალის შესახებ სტატისტიკას და ჩვენ ამ პროცესში ღია ვართ. სტატისტიკა მიუთითებს 2 რამეზე, ცალკეულ შემთხვევებში არსებობს პოზიტიური დინამიკა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ნეგატიური მატებაცაა. საგანგაშო მატება ამ ეტაპისთვის...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068