ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2018 წელს 215 ათას 963 დოლარი გამოიმუშავა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2018 წელს 215 ათას 963 დოლარი გამოიმუშავა

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო კვალიფიკაციაში 80-ე ადგილამდე დაწინაურდა. 

მიმდინარე წელს, ბასილაშვილმა 16 თამაშიდან 6 მოიგო, ათჯერ კი მარცხი განიცადა, რის გამოც რეიტინგში რეგრესი განიცადა და მაროკოს ტურნირზე მოპოვებული სარეიტინგო ქულებით 86-ე ადგილიდან ექვსი საფეხურით წინ წაიწია და 80-ე ადგილზე დამკვიდრდა.

2018 წელს ბასილაშვილმა თავისი ყულაბა 215 ათას 963 დოლარით შევისო, კარიერაში კი მილიონ 600 ათას დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული. 

ამ წუთებში, ქართველი ჩოგბურთელი ტუნისის ჩელენჯერზე მსოფლიო რეიტინგის 213-ე ნომერს, ტობიას კამკეს ხვდება. პირველი სეტი ბასილაშვილმა 6:4 მოიგო. 

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში აღზევდა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში აღზევდა

6 საათის წინ

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის ბოლო დაპირისპირებაში ტაიპეი 11:2 გაანადურა და მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა. ქართველმა ჰოკეისტებმა ჯგუფში მხოლოდ ერთი თამაში სამხრეთ აფრიკასთან წააგეს...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036