Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
გახარია: ვმუშაობთ არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხზე
გახარია: ვმუშაობთ არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხზე

გახარია: ვმუშაობთ არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხზე

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო პროცესებზე საუბრისას აღნიშნა. 

"ამ საქმესთან, ამ ტრაგიკულ მოვლენასთან მიმართებაში, გამოძიება მიმდინარეობს. დღეს მე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია ამ მომენტისთვის, ამ კონკრეტულ შეკითხვაზე, რაც შეეხება ორგანოების გადმოცემას. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ ექსპერტიზა რაც შეიძლება ეფექტური, ყოვლისმომცველი იყოს. ექსპერტიზა არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, ძირითადი ინსტრუმენტი საგამოძიებო პროცესების ლოგიკურ დასასრულეამდე მიყვანისთვის", - აცხადებს გიორგი გახარია. 

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, საქართველოს ხელსუფლებას ოკუპანტებმა შინაგანი ორგანოების, მათ შორის გულისა და თავის ტვინის გარეშე გადმოსცეს.

არჩილ ტატუნაშვილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ჯარისკაცს შუბლზე ნატყვიარიც ჰქონდა. არსებობს ვარაუდი, რომ ამოცლილი გულისა და თავის ტვინის ფონზე, სპეციალისტებს დასკვნის მომზადება უჭირთ.

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის

4 საათის წინ

მერიის ცნობით, ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლიდან, პროგრამის ბენეფიციარები, თბილისის მერიისგან 700-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და დასასვენებლად მათთვის სასურველ ადგილს თავად აირჩევენ. "თბილისის მერიამ ვაუჩერული დაფინანსების სისტემა...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085