Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად 2019-2021 წლების ვადით საქართველო აირჩიეს
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად 2019-2021 წლების ვადით საქართველო აირჩიეს

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად 2019-2021 წლების ვადით საქართველო აირჩიეს

2018 წლის 16 აპრილს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს შეხვედრაზე საქართველო არჩეულ იქნა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს (Executive Board of UN-WOMEN) წევრად 2019-2021 წლების ვადით. საბჭოს წევრთა არჩევნებში რეგიონული პრინციპის მიხედვით გათვალისწინებული იყო 17 ადგილი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველო აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფისთვის გამოყოფილი ორი ვაკანტური ადგილიდან ერთ-ერთზე. ხოლო საქართველოს წევრობის სამწლიანი მანდატი 2019 წლის 1 იანვარს იწყება.

"გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 41 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას წარმოადგენს გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობა წევრი ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მათი პრიორიტეტების შესაბამისად.

საქართველოსთვის, რომელიც პირველად გახდა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, პატივია საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უფრო აქტიურად ჩაერთოს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე პროცესებში. საბჭოს წევრობა ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის მზაობას უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს საერთო მიზნის მისაღწევად, რაც ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობას გულისხმობს.

ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობითობის გაზრდას და მადლობას უხდის არჩევნებში მონაწილე გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

თინა ხიდაშელი: ივანიშვილი იმათ არ მიეკუთვნება, ვინც გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად იღებს

თინა ხიდაშელი: ივანიშვილი იმათ არ მიეკუთვნება, ვინც გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად იღებს

4 წუთის წინ

კითხვაზე, რატომ მიიღო ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც ამბობდა, რომ ის ამას გამორიცხავს, თუ ეს აუცილებლობით არ იქნება გამოწვეული? "ნამდვილად არ მიეკუთვნება ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს, რომლებიც ტყუილად საუბრობენ ეთერში...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085