43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის - "ბათუმი 2018" ოფიციალური წარდგენა დღეს გაიმართება

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის - "ბათუმი 2018" ოფიციალური წარდგენა დღეს გაიმართება

სასტუმრო "ბილტმორის" კონგრეს-ჰოლში, დღეს, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას "ბათუმი 2018" ოფიციალურად წარადგენს.

ღონისძიების საპატიო სტუმარი  ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში ვიშვანათან ანანდი იქნება. საგანგებოდ პრეზენტაციისთვის თბილისს ეწვევა ფიდე-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიოს მაკროპულოსი. ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე. 

ღონისძიებას დაესწრებიან: სამთავრობო სტრუქტურებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელოვანი მოჭადრაკეები, ვეტერანი ქართველი სპორტსმენები და ოლიმპიური ჩემპიონები, კულტურის სფეროსა და ბიზნესსექტორში წარმატებული ადამიანები.

დასახელდებიან 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ქართველი კეთილი ნების ელჩები.

პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნება ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის საიმიჯო რგოლი.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდგომ, სურვილისამებრ, სტუმრებს საშუალება მიეცემათ, ითამაშონ ჭადრაკი და საგანგებოდ ამ დღისთვის დამზადებული ფოტოებიც დაათვალიერონ.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაიმართება. უდიდეს სპორტულ ფორუმზე დასასწრებად საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.

ბათუმმა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა, სადაც 93 ხმა მიიღო, კონკურენტმა დურბანმა (სამხრეთ აფრიკა) კი - 58.

ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ოფიციალური წარდგენის ცერემონია 14:00 საათზე დაიწყება. 
 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირის 1/4 ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირის 1/4 ფინალშია

3 საათის წინ

ქართველმა ჩოგბურთელმა ბუდაპეშტის ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, სადაც კანადელი დენის შაპოვალოვი, რომელიც მსოფლიო კვალიფიკაციის 43-ე ნომერია. ორ სეტში, დამაჯერებლად - 6:2, 6:4 დაამარცხა. მეოთხედფინალში ნიკა იტალიელ ანდრეას სეპის...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085