პროკურორი გერის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის მიმართ პატიმრობას ითხოვს

პროკურორი გერის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის მიმართ პატიმრობას ითხოვს

25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული მამინაცვალის, ვეფხია ბაქრაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების სახის შეფარდების სხდომა მიმდინარეობს, სადაც პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სახელწმიფო ბრალმდებელის თქმით: "ვეფხია ბაქრაძემ თამარ გამრეკელიძეს მცირეწლოვანი, 3 წლის შვილის თანდასწრებით მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რის შედეგად იგი გარდაიცვალა. ჩადენილია საზარელი დანაშაული. არ მეგულება საქართველოში ოჯახი, რომელიც ამ ფაქტით არ იყოს შეძრწუნებული“.

შეგახსენებთ, რომ ვეფხია ბაქრაძეს, რომელმაც 25 წლის ქალი მოკლა, შსს-მ ბრალი დაუმძიმა და გამოძიება სსსკ-ის 11-109 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა საპროტესტო აქციებს აანონსებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა საპროტესტო აქციებს აანონსებს

7 საათის წინ

ზაზა სვანაძე სწორედ ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებს. "ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის სამართლიანობის აღდგენა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას კიდევ არ დაარქმევენ პოლიტიკურ სახელს და პოლიტიკურ ელფერს არ შესძენს ის ადამიანები...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036