ნინო სალუქვაძის ტირში თბილისის ღია ჩემპიონატი დასრულდა

ნინო სალუქვაძის ტირში თბილისის ღია ჩემპიონატი დასრულდა

ნინო სალუქვაძის ტირმა, სამი დღის განმავლობაში, ახალგაზრდებს შორის პნევმატური იარაღიდან სროლაში, თბილისის ღია ჩემპიონატს უმასპინძლა.

შეჯიბრების პირველ დღეს ასპარეზი გოგონებს დაეთმოთ. ტურნირში სულ 14 გოგონა სცდიდა ბედს. გოგონათა სამეული ასე გამოიყურება: 

1. ლიზი კილაძე (ქუთაისი, ს.ს.კ.დ.) - 564 ქულა (93,95, 93, 94, 94, 95). 
2. მარიამ ღვინიაშვილი (თბილისი, ტირი ნინო სალუქვაძე) - 559 ქულა (95, 95, 93, 93, 89, 94).
3. ნინო ხუციბერიძე (ქუთაისი, ს.ს.კ.დ.) - 557 ქულა (92, 93, 92, 92, 94, 94).

მეორე საშეჯიბრო დღეს  ძალები უკვე ბიჭებმა მოსინჯეს, რომელთაგან საუკეთესო მოსულიშვილი გახდა, რომელმაც წელსვე საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.

1). აკაკი მოსულიშვილი : 560 ქულა (93, 93, 96, 92, 93, 93).
2). რევაზ ხარაბაძე : 553 ქულა (91, 91, 91, 93, 93, 94).
3). ნიკა ჩიტიძე: 535 ქულა (89, 88, 88, 89, 90, 91).

ტურნირის ბოლო დღეს შეჯიბრი შერეულ წყვილებში გაიმართა, სადაც გოგონებში გამარჯვებულმა სამეულმა, ბიჭებში გამარჯვებულ მოსულიშვილსა და ხარაბაძესთან ერთად აქაც საპრიზო ადგილები დაიკავა, გამონაკლისი მხოლოდ ღვინიაშვილი-მაჭარაშვილის წყვილი იყო. 

შერეულ წყვილებში საპრიზო სამეული ასე გამოიყურება: 

1. ლიზი კილაძე (ქუთაისი) - აკაკი მოსულიშვილი (თბილისი): 751 ქულა
2. ნინო ხუციბერიძე (ქუთაისი) - რევაზ ხარაბაძე (თბილისი): 746 ქულა
3. მარიამ ღვინიაშვილი, ნიკა მაჭარაშვილი (ორივე - თბილისი): 731 ქულა.

 

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში აღზევდა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში აღზევდა

6 საათის წინ

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის ბოლო დაპირისპირებაში ტაიპეი 11:2 გაანადურა და მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა. ქართველმა ჰოკეისტებმა ჯგუფში მხოლოდ ერთი თამაში სამხრეთ აფრიკასთან წააგეს...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036