ექიმების ცნობით, სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ექიმების ცნობით, სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება,-ამის შესახებ ინფორმაციას RBC სოლსბერის რაიონულ საავადმყოფოზეე დაყრდნობით ავრცელებს.  

"4 მარტს სოლსბერიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ერთი პაციენტი (მამრობითი, 60 წლამდე ასაკის) რომელიც ე.წ ნერვის აგენტის ზემოქმედებით გადაიყვანეს, ჯერ კიდევ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“,-განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ საუბარია სერგეი სკრიპალის შესახებ.

სკრიპალის ქალიშვილი იულია, რომელიც ასევე მოწამლეს, ამა წლის 10 აპრილს საავადმყოფოდან გაწერეს. როგორც BBC იტყობინება, ის "უსაფრთხო ადგილზე" იმყოფება. 

66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს.

სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი თავდაპირველად ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს, შემდეგ შეიწყალეს, გაათავისუფლეს, ბოლოს კი სკრიპალს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე თავს დაესხნენ. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობი რჩება.

OPCW-ის მისიამ სირიაში სავარაუდო თავდასხმის თაობაზე ''ნიმუშები'' აიღო

OPCW-ის მისიამ სირიაში სავარაუდო თავდასხმის თაობაზე ''ნიმუშები'' აიღო

13 საათის წინ

"OPCW-ი შეაფასებს სიტუაციას და განიხილავს სამომავლო ნაბიჯებს, მათ შორის დუმაში მორიგი ვიზიტის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში. სირიის ქალაქში ამოღებული ნიმუშები ნორვეგიაში OPCW-ის ლაბორატორიაში გაიგზავნება და შემდეგ ორგანიზაციის...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036