Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
შეღავათიანი სამგზავრო ბარათების უკანონოდ გამოყენებაზე კონტროლი მკაცრდება
შეღავათიანი სამგზავრო ბარათების უკანონოდ გამოყენებაზე კონტროლი მკაცრდება

შეღავათიანი სამგზავრო ბარათების უკანონოდ გამოყენებაზე კონტროლი მკაცრდება

თბილისის მერიის ინიციატივით, 2018 წლის 13 აპრილს ცვლილებები შევიდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში N6-25, რომელიც არეგულირებს მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის წესებს. ცვლილება განაპირობა შეღავათიანი სამგზავრო ბარათების არაკეთილსინდისიერად გამოყენების გახშირებულმა შემთხვევებმა. ამის შესახებ დედაქალაქის მერიაში აცხადებენ.

მათი ცნობით, შეტანილი ცვლილების შედეგად, სამგზავრო ბარათის არაბენეფიციარის მიერ გამოყენების შემთხვევაში, თბილისის სატრანპორტო კომპანიის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს დააჯარიმოს დამრღვევი და არასწორად გამოყენებული ბარათი ავტომატურად დაბლოკოს 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ექვემდებარება ავტომატურ, უფასო განბლოკვას.

იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა გასაჩივრების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმდება, ბარათის კანონიერ მფლობელს შეუძლია მიმართოს მერიის შესაბამის სტრუქტურას განცხადებით, მოითხოვოს ბარათის განბლოკვა და მასზე სამგზავრო ფუნქციის აღდგენა, რაც განცხადების დარეგისტრირებიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღეში განხორციელდება.

 

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის

4 საათის წინ

მერიის ცნობით, ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლიდან, პროგრამის ბენეფიციარები, თბილისის მერიისგან 700-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და დასასვენებლად მათთვის სასურველ ადგილს თავად აირჩევენ. "თბილისის მერიამ ვაუჩერული დაფინანსების სისტემა...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085