"სიდას" აღმასრულებელ დირექტორად სალომე ზურაბიშვილი დაინიშნა

"სიდას" აღმასრულებელ დირექტორად სალომე ზურაბიშვილი დაინიშნა

დასრულდა არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევი კონკურსი, რომლის შედეგად ორგანიზაციის გამგეობის წევრებისაგან შემდგარმა კომისიამ, აღმასრულებელ დირექტორად „სიდას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, სალომე ზურაბიშვილი შეარჩია. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, გამგეობის მიერ დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი, ორგანიზაციას 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

დირექტორის შერჩევის ღია კონკურსი, რომელიც ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის გადადგომის შემდეგ, ორგანიზაციის გამგეობამ დანიშნა, 3 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში ოცდაათამდე კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. საკონკურსო განაცხადში მითითებული პირობების შესაბამისად წარსადგენი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, მეორე ტურში, ინდივიდუალურ გასაუბრებებში მონაწილეობისთვის შეირჩა 5 კანდიდატი. გასაუბრებების შემდეგ კი, გამგეობამ საკუთარი არჩევანი სალომე ზურაბიშვილზე შეაჩერა. საკონკურსო პროცესში, „სიდას“ გამგეობის წევრებთან ერთად, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდნენ ორგანიზაციის პარტნიორი დონორი ორგანიზაციების: „გაეროს ქალთა ორგანიზაციისა“ და „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებიც.

აღმასრულებელი დირექტორი არის "სიდას" აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რომელიც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირია და გამგეობის მიერ დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს, ხელმძღვანელობს პროექტების განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის პროცეს, ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ორგანიზაციის დონორებთან და ხელმძღვანელობს ფონდების მოძიების საქმიანობას. "სიდას" აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია ორგანიზაციის გამგეობასთან.

სალომე ზურაბიშვილი ორგანიზაციაში 2015 წლის აგვისტოდან მუშაობს. ის ხელმძღვანელობდა სიდას პროექტებს, რომლებიც მიმართულია საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებისკენ. ის ასევე აქტიურად მონაწილეობდა ორგანიზაციისთვის ფონდების მოძიების პროცესში.

სალომეს სპეციალობის სფეროს წარმოადგენს კორპორაციული პასუხისმგებლობა, ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი.

სალომემ მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ადამიანის უფლებებსა და შრომის უფლებებში მიიღო ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთში, ხოლო ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობის მიმართულებით ქართულ - ამერიკულ უნივერსიტეტში, საქართველოში.

სალომე „სიდა“-მდე მუშობდა როგორც საჯარო სექტორში ასევე საერთაშორისო ორგანიზაციაში ადამიანის უფლებების მიმართულებით.

წყარო: cida.ge

ბექაური: "რუსთავი 2"-ის გარდა ყველა მედია მზადაა სრულიად გამჭვირვალე გახადოს შემოსავლები

ბექაური: "რუსთავი 2"-ის გარდა ყველა მედია მზადაა სრულიად გამჭვირვალე გახადოს შემოსავლები

10 საათის წინ

"მხოლოდ რუსთავი 2 - მა გაასაჩივრა სასამართლოს პირველ ინსტანციაში წაგებული საქმე მეორე ინსტანციაში და ხელს უშლის საზოგადოებას, მიიღოს დეტალური ინფორმაცია მედიაკომპანიების შემოსავლის წყაროების შესახებ. მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036