Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
ნაღდი ანგარიშსწორებისას, შესაძლოა, ხურდის სახით 1 და 2 თეთრი აღარ დააბრუნონ
ნაღდი ანგარიშსწორებისას, შესაძლოა, ხურდის სახით 1 და 2 თეთრი აღარ დააბრუნონ

ნაღდი ანგარიშსწორებისას, შესაძლოა, ხურდის სახით 1 და 2 თეთრი აღარ დააბრუნონ

შესაძლოა, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტები მიმოქცევიდან ამოიღონ. შესაბამისად, მეწარმე სუბიექტის მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას თანხის დამრგვალების სისტემა დაინერგოს. ცვლილებას „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონში შედის, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი ფინანსთა სამინისტრო.

კანონპროექტით, დამრგვალების პრინციპი გულისხმობს თანხის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.

უნაღდო ანგარიშსწორება განხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით. 

როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები არ იღებენ სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მიერ ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში „ხურდის“ სახით დაბრუნებულ 1 და 2 თეთრიან მონეტებს, ვინაიდან ვერ ხერხდება მათ მიერ ამ მონეტების შემდგომი გამოყენება, ხოლო თვით სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მხრიდან კი შეიჩნევა 1 და 2 თეთრიანი მონეტების ნაცვლად ხურდა ფულის დამრგვალების (მეტობით დაბრუნების) ტენდენცია. 

აქვე ავტორები განმარტავენ, რომ 1 და 2 თეთრი ნომინალის მონეტების დამზადებაზე გასაწევი ხარჯი მაღალია, კერძოდ, საშუალოდ ეკონომიკის მომარაგება წელიწადში ჯდება: 1 თეთრი - 260 000 ლარი; 2 თეთრი - 100 000 ლარი. 1 ცალი 1 თეთრის მონეტის დამზადების ხარჯი შეადგენს - 0.021 ლარს, ხოლო 2 თეთრის მონეტის - 0.033 ლარს.

თინა ხიდაშელი: ივანიშვილი იმათ არ მიეკუთვნება, ვინც გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად იღებს

თინა ხიდაშელი: ივანიშვილი იმათ არ მიეკუთვნება, ვინც გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად იღებს

6 წუთის წინ

კითხვაზე, რატომ მიიღო ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც ამბობდა, რომ ის ამას გამორიცხავს, თუ ეს აუცილებლობით არ იქნება გამოწვეული? "ნამდვილად არ მიეკუთვნება ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს, რომლებიც ტყუილად საუბრობენ ეთერში...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085