Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
სომხეთში 30-მდე აქტივისტი დააკავეს
სომხეთში 30-მდე აქტივისტი დააკავეს

სომხეთში 30-მდე აქტივისტი დააკავეს

30-მდე აქტივისტი, რომლებიც სომხეთის პრემიერმინისტრის პოსტზე სერჟ სარგსიანის კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდნენ, ერევანში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Aysor-ი მოძრაობის ლიდერ, სომხეთის პარლამენტის დეპუტატ, ნიკო პაშინიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერევნის პოლიციის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ რამდენიმე პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. პოლიციას დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია.
13 აპრილს, ერევანში სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრის პოსტზე წარდგენამ საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
მომდევნო დღეს, ქალაქის ცენტრში მომიტინგეებმა ქუჩები გადაკეტეს და საკონსტიტუციო სასამართლოსა და სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობებში შეიჭრნენ. როდესაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ყუმბარა გამოიყენა. გენერალურმა პროკურატურამ არეულობასთან დაკავშირებით გამოძიება სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც მასობრივი არეულობების ორგანიზებას გულისხმობს.

პრინცმა ჰარიმ ქორწილისთვის მეჯვარე აირჩია

პრინცმა ჰარიმ ქორწილისთვის მეჯვარე აირჩია

9 საათის წინ

"პრინცმა ჰარიმ თავის ძმას, კემბრიჯის ჰერცოგს სთხოვა მისი მეჯვარე ყოფილიყო, რასაც ის დათანხმდა", - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ როდესაც პრინცი უილიამი ქეით მიდლტონზე დაქორწინდა, მისი მეჯვარე ჰარი იყო. პრინც ჰარისა და მეგან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4640
EUR 3.0007
GBP 3.4383
TRY 0.6053