კალაძე: ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას ვიწყებთ

კალაძე: ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას ვიწყებთ

„დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ეს არის ახალი სატრანსპორტო კვანძი ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 700 ათასი ლარია გამოყოფილი. 

"აქ მოეწყობა ორდონიანი კვანძი - გზაგამტარი, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას.

ასეთი პროექტები მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანების კომფორტი, მოქალაქეების ურბანული საჭიროებები მოწესრიგებული იყოს ქალაქში. შეიძლება გაჩნდეს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ გადაწყვეტილებების მიღებას, ჩვენ ნამდვილად ვერ დავრჩებით ისე... 50 წლის წინ რამდენიმე მანქანა დადიოდა ქუჩაში, შესაბამისად გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, რომ მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილებები. 

რა თქმა უნდა, მხოლოდ ახალი კვანძის მშენებლობით არსებულ სატრანსპორტო პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ, თუმცა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა იმისთვის, რომ საცობების პრობლემა იქნას მოგვარებული ქალაქში. 

როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, ნებართვების არგაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების უკმაყოფილება. შეიძლება მოგვიწიოს ხეების გადარგვა, თუნდაც ხეების მოჭრა, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბექაური: "რუსთავი 2"-ის გარდა ყველა მედია მზადაა სრულიად გამჭვირვალე გახადოს შემოსავლები

ბექაური: "რუსთავი 2"-ის გარდა ყველა მედია მზადაა სრულიად გამჭვირვალე გახადოს შემოსავლები

10 საათის წინ

"მხოლოდ რუსთავი 2 - მა გაასაჩივრა სასამართლოს პირველ ინსტანციაში წაგებული საქმე მეორე ინსტანციაში და ხელს უშლის საზოგადოებას, მიიღოს დეტალური ინფორმაცია მედიაკომპანიების შემოსავლის წყაროების შესახებ. მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036