ტანზანიაში, ძლიერი წვიმის შედეგად მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა

ტანზანიაში, ძლიერი წვიმის შედეგად მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა

ტანზანიაში, ქალაქ დარ-ეს-სალამში, ძლიერი წვიმის შედეგად მინიმუმ ცხრა ადამიანი დაიღუპა. ტანზანიაში ძლიერი წვიმა უკვე მესამე დღეა, რაც გრძელდება.

ქალაქის პოლიციის უფროსის ლაზარო მამბოსას თქმით, ადამიანების დაღუპვის მიზეზი წყალდიდობა გახდა. ძლიერი წვიმის გამო დატბორილია გზები, განადგურებულია სახლები, დაზიანებულია სატრანსპორტოო საშუალებები.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი მაცხოვრებლები სახლების სახურავებზე ასვლით შველიან თავს. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, ქალაქის სკოლები 17 აპრილიდან დაკეტილია.

ერევანში სომეხთა გენოციდის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ერევანში სომეხთა გენოციდის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

4 საათის წინ

დღეს დილით, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი ერევანში " გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან მივიდნენ. ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ პაშანიანმა განაცხადა, რომ ამ დღეს პოლიტიკური...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068